ჭაჭა ფირალი

ჭაჭა ფირალი

კვების მრეწველობა, სასმელები

საუკეთესო პროდუქტის შექმნისთვის

nomination badge

ბიზნესის აღწერა

კომპანია ფრაქტალი, ყვარელში აწარმოებს ქართული სულისკვეთების მქონე მაღალალკოჰოლურ სასმელს - ჭაჭას, რომელიც გამოირჩევა როგორც მისი ორგანოლეპტიკური მახასიათებლებით ასევე ბრენდინგით. ბრენდის სახელის შერჩევისას ვიხელმძღვანელეთ რამდენიმე კრიტერიუმით - 1 დასახელება უნდა ყოფილიყო დასამახსოვრებელი და მარტივი წარმოსათქმელი; 2 ბრენდს უნდა ჰქონოდა ისტორიული და შინაარსობრივი ღირებულება, რისი მეშვეობითაც შეძლებდა მომხმარებელთან ემოციური კავშირის შექმნას. ამ ყველაფრის გათვალისწინებით ბრენდის დასახელებად შევარჩიეთ „ფირალი“ ფირალი არის მჩაგვრელი რეჟიმის წინააღმდეგ ბრძოლის და თავისუფლების სიმბოლო, მაგალითი იმ ადამიანებისა, რომლებმაც რუსულ მონობაში ცხოვრებას მეამბოხე გზით უსამართლობასთან დაპირისპირება არჩიეს. დღესდღეობით, ცოტას თუ აქვს ინფორმაცია ამ ადამიანებზე, სწორედ ამ ყველაფრის გათვალისწინებით ვეცადეთ შეგვექმნა ბრენდი რომელიც ამ საკითხის მნიშვნელობას ხაზს გაუსვამდა. იმისათვის რომ ადამიანი გამხდარიყო ფირალი საჭირო იყო ორი რამ - თავისუფლების წყურვილი და გამბედობა. ვთვლით რომ ჩვენს მიერ წარმოებული პროდუქტი სწორედ ამ მეამბოხე სულისკვეთების განსახიერებაა, რომელიც ადამიანს ეხმარება შეიგრძნოს თავისუფლება და მიანიჭოს გამბედაობა. აქედან გამომდინარე, ბრენდის ხასიათად შევარჩიეთ მეამბოხე არქეტიპი (Outlaw archetype) რომელიც მომხმარებელს მოუწოდებს მიიღოს გაბედული გადაწყვეტილებები. კონკურენტი პროდუქტებისგან განსხვავებით ჭაჭა ფირალი გამოირჩევა არადომინანტი, დაბალანსებული არომატით რაც საშუალებას აძლევს მიქსოლოგებს შექმნან მრავალი მიმართულების საფირმო კოქტეილები. რომ გადავხედოთ ბაზარზე არსებულ არყის და ჭაჭის პროდუქტის ეტიკეტებს, ვნახავთ რომ კომპანიების უმრავლესობა ორიენტირებულია წარმოგვიჩინოს ბოთლში არსებული სითხის გამორჩეული თვისებები, რაც ისეთი მომხარებლისთვის რომელიც არ არის გარკვეული სპირტის შექმნის ტექნოლოგიაში შესაძლოა ნაკლებად საინტერესო იყოს. სწორედ ამიტომ გადავწყვიტეთ ჩამოგვეყალიბა ბრენდი, რომელიც ისტორიას მოყვებოდა და შექმნიდა ემოციურ კავშირს მომხმარებელსა და პროდუქტს შორის. სამომავლო გეგმებში შედის პროდუქტის კატეგორიების გაზრდა, მზა ჭაჭის კოქტეილების ჩამოსხმას რომელსაც მხოლოდ ყინული დაჭირდება, საექსპორტო მიმართულების გაძლიერება და რაც ყველაზე მთავარია უფრო აქტიური მარკეტინგული კამპანია რომლის მიზანი იქნება მიიტანოს მომხარებლამდე მთავარი სათქმელი რასაც ბრენდის ფილოსოფია ემსახურება.