Carbon Clean
მომსახურება
გამორჩეული სოციალური პასუხისმგებლობისთვის
ბიზნესის აღწერა
ჩემი ბიზნეს საქმიანობით მომხმარებელს ვთავაზობ, დიზელის საწვავზე მომუშავე ყველა ტიპის ავტოსატრანსპორტო საშუალების (მსუბუქი, სატვირთო, სასოფლო-სამეურნეო, აშ) გამონაბოლქვის სისტემების გამართვას. მოგეხსენებათ, რომ 2009 წლიდან ავტომწარმოებლებს ევალებათ, დასავლური ქვეყნების ბაზრისთვის წარმოებულ დიზელისძრავიან ავტოსატრანსპორტო საშუალებებზე, დიზელის მავნე ნაწილაკების ფილტრის (DPF) ქარხნული მონტაჟი. არსებული მონაცემებით, დიზელის ძრავით რეგისტრირებული ავტოსატრანსპორტო საშუალებები საქართველოში 300 000 აჭარბებს, რომელთა უმრავლესობაც , დიზელის გამონაბოლქვის მიმართ დადგენილი სტანდარტის მოთხოვნებს მინიმუმამდეც ვერ აკმაყოფილებს. ქვეყანაში ევრო 5 სტანდარტების ეტაპობრივი დანერგვა ითვალისწინებს 2024 წლიდან 10 წელზე მეტი ასაკის ავტოსატრანსპორტო საშუალების შემოყვანის აკრძალვას. სახელმწიფოს მიერ წინ გადაიდგა ნაბიჯები, ავტოსატრანსპორტო საშუალებების გამონაბოლქვის (CO) კონტროლის მხრივ. თუმცა, ამას ვერ ვიტყვით, დიზელის მავნე ნაწილაკების (NOX) გამონაბოლქვის მიერ გარემოზე ზიანს მიყენების თავიდან ასაცილებლად რაიმე სამუშაოს ჩატარებაზე. ვფიქრობ, ეს მიუღებელია და ვცდილობ ამ მხრივ სიახლეების დანერგვას. დიზელის მავნე ნაწილაკების გაფილტვრაზე პასუხსმგებელია მავნე ნაწილაკების ფილტრი (DPF), რომელიც შეზღუდული რესურსით ფუნქციონირებს. ჩვენთან კი, საწვავის დაბალი ხარისხის მოხმარების პირობებში, ფილტრის ქარხნული რესურსი ფაქტიურად განულებულია. ამასთანავე, დიზელის მავნე ნაწილაკების ფილტრის (DPF) შეცვლა დიდ ხარჯებთანაა დაკავშირებული, რის გამოც ავტომფლობელები მიმართავენ უკიდურეს ზომებს, რაც გამოიხატება აღნიშნული ფილტრის (DPF) სრულ გაუქმებაში. ამით ავტოსატრანსპორტო საშუალება მოჩვენებით უთანაბრდება ევრო 2-ის სტანდარტებს. სინამდვილეში კი გარემოსა და ადამიანების ადგება ზიანი, რაც მძიმე შედეგებს იწვევს. შპს დე-პე-ეფ ისთ-ი არის ბრიტანული კომპანია Carbon Clean-ის ოფიციალური წარმომადგენელი საქართველოში, ამიერკავკასიასა და ცენტრალურ აზიაში. ამ რეგიონებშიც იგივე პრობლემაა, გამონაბოლქვის კონტროლისა და გარემოს დაცვის კუთხით. როგორც ბრიტანული კომპანია Carbon Clean-ის წარმომადგენელი, ვახორციელებ ამავე კომპანიის თანამედროვე აპარატურის დისტრიბუციას, ჩვენს მეზობელ ზემოაღნიშნულ რეგიონებში. შპს "დე-პე-ეფ ისთ"-ი მომხმარებელს სთავაზობს უახლესი მეთოდით დიზელისძრავიან ავტოსატრანსპორტო საშუალებებზე დიზელის მავნე ნაწილაკების ფილტრის (DPF) გამორეცხვას. კომპლექსური გამორეცხვით ფილტრი იბრუნებს 98%- მდე რესურსს. ფილტრის გამორეცხვა ხდება სპეციალური ხსნარის, წყლის და ჰაერის მაღალი წნევის კომბინაციით, ბრიტანული კომპანია Carbon Clean-ის მიერ შემუშავებული და წარმოებული აპარატით. გამორეცხვის პროცესი, წყლის ეკონომიური მოხმარება, ენერგოეფექტურობა და ნარჩენების მართვა, გარემოს დაცვით მოთხოვნებთან შესაბამისობაშია (ფილტრის გამორეცხვისას საშუალოდ 6 კვტ ელექტროენერგია, და 7-10 ლ. წყალი იხარჯება ). ფილტრის გამორეცხვის პროცესს საშუალოდ 1 საათი სჭირდება. შპს "დე-პე-ეფ ისთ"-ი მომხმარებელს სთავაზობს, როგორც ფიქსირებულ, ასევე მობილურ სერვისს. კომპანიის მიზანია გააფართოვოს მომსახურება და ხელმისაწვდომი გახადოს ის რეგიონალურ დონეზე. დიზელის მავნე ნაწილაკების ფილტრის (DPF) გამორეცხვა, გარემოს მდგრადობის შენარჩუნების ერთ-ერთი აუცილებელი კომპონენტია. ფილტრის გამორეცხვის შედეგად შემცირებული გამონაბოლქვის სახით მიღებული გარემოსდაცვითი სარგებელი, აღნიშნულ მომსახურებას ეფექტურსა და უალტერნატივოს ხდის.