ვენროლი

ვენროლი

განათლება, მეცნიერება, დასაქმება

საუკეთესო ინოვაციური სტარტაპისთვის

nomination badge

ბიზნესის აღწერა

ვენროლი არის მობილური სასწავლო აპლიკაცია, რომელიც თანამედროვე ადამიანებს სთავაზობს განსხვავებულ სწავლის გამოცდილებას ონლაინ კურსების მეშვეობით, რომელსაც ვქმნით დარგის წამყვან სპეციალისტებთან ერთად. თანამედროვე ადამიანისთვის პიროვნული განვითარება კრიტიკულად მნიშვნელოვანია, თუმცა ის მუდმივად განიცდის დროის დეფიციტს. ამის საპასუხოდ ვენროლის თავაზობს მას სწავლის ახლებულ გამოცდილებას. ახლა მას შეუძლია ისმინოს საინტერესო კურსები ქართულ ენაზე, ლოკალური კონტექსტის გათვალისწინებით რუტინული საქმიანობისას, როგორიცაა ვარჯიში, ტრანსპორტით გადაადგილება, ან სეირნობისას. ვენროლი ნერგავს „გზად“ სწავლის ახლებულ კულტურას და მომხმარებელს აცნობს გამოწერის მოდელს. ჩვენი შემოქმედებითი გუნდი ქმნის სტრუქტურირებულ, სტანდარტების დაცვით შექმნილ მაღალი ხარისხის კონტენტს. ყოველკვირეულად აპლიკაციას ორი ახალი კურსი ემატება. დღეს მომხმარებელს შეუძლია უკვე 50-მდე კურსის მოსმენა და ყურება. ჩვენი მიზანია, რომ მაქსიმალურად მრავალფეროვან თემებს ფარავდეს კურსები, შესაბამისად დღეს ვენროლზე ნახავთ კურსებს მაგალითად ისეთ თემებზე როგორიც არის: პიროვნული განვითარება, ფსიქოლოგია, ხელოვნური ინტელექტი, ხელოვნება, ჯანსაღი კვება, ორგანიზაციული კულტურა, ბრენდინგი, ლიტერატურა, ფინანსები, და სხვა აპლიკაცია მაქსმიმალურად არის მომხმარებლის საჭიროებებზე მორგებული, მოქნილი დიზაინის მეშვეობით მარტივია რეგისტრაცია, კურსების თრეილერების ნახვა, გამოწერა და სწავლა.