ikokids

ikokids

წარმოება

გამორჩეული სამომხმარებლო გამოცდილების შექმნისთვის

nomination badge

ბიზნესის აღწერა

ვაწარმოებთ ბუნებრივი ტექსტილით ხელნაკეთ განმავითარებელ სათამაშოებს. საბავშვო კარავი იყო პირველი სათამაშო, რომლითაც დავიწყე და დღესაც იკოქიდსის ძირითადი პროდუქტია. 2019 წელს კარავი ჩემი უმცროსი შვილისთვის შევკერე, რადგან გამუდმებით შტაბების და სამალავების მოწყობაში იყო. მისი რეაქცია და აღფრთოვანება გახდა ჩემი ინსპირაცია, რომ ეს ემოციები სხვა ბავშვებისთვისაც გამეზიარებინა. გაყიდვების ძირითადი არხი ონლაინ პლათფორმებია: facebook, instagram და ჩვენი ვებგვერდია (რომელიც ერთი წლის წინ სავაჭრო პალატამ დაგვიმზადა საჩუქრად, როგორც პროექტის გამარჯვებულს). წარმოება ნელ–ნელა გავაფართოვე, ჩავრთე ჩემი ოჯახი: დედა, მამა, მეუღლე, შვილი და მომხმარებელთა მოთხოვნიდან გამომდინარე, გავზარდე პროდუქტების სახეობა. დღეს ვამზადებთ: საბავშვო კარვებს, თოჯინების თეატრებს, სათავსოებს, რბილ სათამაშოებს, დეკორაციებს საბავშვო ოთახისა და წვეულებებისათვის, პატარა კარვებს თოჯინებისთვის, საბავშვო ჩანთებს. იკოქიდსს აქვს თავისი გამორჩეული სტილი, რაშიც ჩვენი კრეატიულობა და შემოქმედებითობა გვეხმარება. ასევე ვმუშაობთ ნებისმიერ ინდივიდუალურ შეკვეთაზე: შევიძლია პერსონალური სახელის, ნებისმიერი წარწერის, ნახატის, საყვარელი ზღაპრის ან ფილმის გმირის დახატვა კარავზე, სათავსოზე ან ბალიშზე. ყველა ნახატი და წარწერა სრულდება ხელით, ტექსტილისთვის განკუთვნილი ანტიალერგიული საღებავებით. 3 წლის განმავლობაში ვმუშაობდით მის ტექნიკურად დავხვეწაზე. დღეს ის არის მაქსიმალურად სანდო, უსაფრთხო და მაღალი ხარისხით შესრულებული. ჩვენს სათამაშოებს აქვს განსაკუთრებულად ლამაზი, გამორჩეული ვიზუალი და არის განმავითარებელი. დიზაინის შექმნის და ფერების შერჩევის დროს ვითვალისწინებთ ინტერიერში ფერების ტენდენციებს, რადგან ისინი სახლის დეკორაციის ნაწილიცაა. მიუხედავად იმისა, რომ სერთიფიცირებული ქსოვილების შეძენა საქართველოს ბაზარზე საკმაოდ რთულია, 2022 წლიდა ვამზადებთ მხოლოდ სერთიფიცირებული (ოეკო–ტექს) 100% ბამბის ქსოვილებით და ბუნებრივი გზით დამუშავებული ხით. პროდუქციას ვფუთავთ ბიოდეგრადირებად ბრენდირებულ ჩანთებში. არ ვიყენებთ ცელოფანს! ჩვენი ქსოვილის ნარჩენებს ვაბარებთ საწარმოს გადასამუშავებლად ხელმეორედ გამოყენებისთვის. მდგრად წაროებაზე ზრუნვა ჩვენი სოციალური პასუხისმგებლობაა. ვქმნით ჯანსაღ და ჯადოსნურ გარემოს ბავშვებისთვის. ორგანიზებული გვაქვს შეკვეთების დროში დასრულების და მისამართზე სწრაფად მიწოდების სერვისი, რაც მომხმარებლისთვის ძალიან მნიშვნელოვანია. საკურიერო სერვისს თბილისის მასშტაბით ვანხორციელებთ მამაჩემის და ჩემი მეუღლის ავტომობილებით. თბილისის გარეთ საქართველოს ფოსტთ ვაგზავნით, რომლის კორპორატიული მომხმარებლები ვართ და მე–3 წელია კარგი გამოცდილება გვაქვს ჩვენც და ჩვენს მომხმარებლებსაც. წელს მოვიპოვეთ აწარმოე საქართველოს გრანტი, რომლის ფარგლებშიც ახალი დანადგარებით ვაფართოვებთ, ვაუმჯობესებთ წარმოებას. ასევე სახელოსნო სივრცე ისე კომფორტულად და ესთეტიურად მოვაწყვეთ, რომ გარდა ონლაინ ყიდვისა, მომხმარებელს უკვე ვავაზობთ მზა პროდუქციის ადგილზე შერჩევის საშუალებას, რომ მაქსიმალურად მისაღები ფორმით შეძლოს ჩვენი პროდუქციის შეძენა. ყოველთვის ვცდილობთ მომხმარებელს შევთავაზოთ გამორჩეული პროდუქტი, რომელიც ეკოლოგიურად სუფთაა, მაღალი ხარისხით სრულდება. ამ ყველაფრის უმნიშვნელოვანესი ნაწილი მომხმარებელთან კომუნიკაცია და მათი უკუკავშირია. მომხმარებელთან სწორი კომუნიკაციის დასამყარებლად რამოდენიმე ტრენინინგი მაქვს გავლილი და სულ ვეძებ ცოდნის გაღრმავების საშუალებებს. მიღებულ ცოდნა ძალიან მეხმარება, რადგან ონლაინ პლათფორმებს მე ვმართავ და ძირითადად თავდვე მიწევს კომუნიკაცია. მომხმარებელთან კომუნიკაცია მაქვს მყისიერი და ინდივიდუალური. ყოველთვის დიდი ყურადღებით ვუსმენ მათ სურვილებს, რომ მაქსიმალურად გავამართლოთ მათი მოლოდინი. ზოგიერთი მომხმარებელი პროდუქტს უცებ არჩევს, ზოგს დიდი დრო სჭირდება და ხანგრძლივ კომუნიკაციას საჭიროებს. ჩემი გამოცდილებით არაერთხელ დავრწმუნდი, რომ რაც არ უნდა პრეტენზიული იყოს მომხმარებელი, კეთილგანწყობილი პასუხები ყოველთვის ხდის მათ დამოკიდებულებას პოზიტიურს. კომუნიკაციისას ვხელმძღვანელობ იმ პრინციპით, რომ მომხმარებელმა ყველაზე უკეთესად იცის რა უნდა მას. პროდუქციის ყიდვის შემდეგ ყოველთვის ვთხოვ შეფასებას. მომხმარებლების უმეტესობა გვაქძლევს უკუკავშირს და არა მხოლოდ სიტყვებით გამოხატავს პროდუქტით და მომსახურებით კმაყოფილებას, არამედ სათამაშოთი გამოწვეული ბავშვების ემოციების ამსახველი ფოტოებით და ვიდეობითაც გვანებივრებს. მათი უკუკავშირია სწორედ იკოკიდსისთვის წარმატების იდენთიფიკატორი.