Signify
საინფორმაციო ტექნოლოგიები (IT), კავშირგაბმულობა, კომუნიკაციები
საუკეთესო ინოვაციური სტარტაპისთვის
ბიზნესის აღწერა
ოდესმე დაგჭირვებია ხელშეკრულების ამობეჭდვა-შევსება-ხელმოწერა? დასკანერება? კურიერის გაგზავნა? ან რამდენიმე წლის წინ გაფორმებული ხელშეკრულების ძებნა ბაინდერებში… მარტივად რომ ვთქვათ, ამ და ბევრ სხვა პრობლემებს აგვარებს Signify (signify.ge). სისტემა აძლევს კომპანიებს საშუალებას იყონ უფრო სწრაფები, ეფექტურები, ქონდეთ უკეთესი Customer Experience-ი და მოწესრიგებული ბიზნეს პროცესები, დაზოგონ ხარჯი, გახდნენ ეკო-მეგობრულები. Signify არის პირველი ციფრული კონტრაქტინგის პლატფორმა საქართველოში და ასევე ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული სტარტაპი საქართველოს ბაზარზე. სისტემის საშუალებით მომხმარებელს შეუძლია გააციფრულოს დოკუმენტის სრული სასიცოცხლო ციკლი, მათ შორის: მომზადება - კომპანიებს შეუძლიათ გააშაბლონონ ან ფორმებად გადააქციონ საკუთარ კომპანიაში არსებული კომპლექსური ინიცირება / ვიზირება / ხელმოწერის პროცესები ან უბრალოდ ატვირთონ ხელმოსაწერი დოკუმენტი. დიდი კომპან��ები როგორც წესი ასევე აკეთებენ საკუთარი სხვა სისტემებიდან Signify-სთან ინტეგრაციას. დოკუმენტბრუნვა - პროცესში ჩართულ ადამიანებს წინასწარ გაწერილი წესების მიხედვით მისდით SMS ან Email შეტყობინებები, ადასტურებენ დოკუმენტებს ან აწერენ ხელს, ზოგიერთი პირი შესაძლოა შუა პროცესში გარკვეულ ინფორმაციის შევსებაზე და დაზუსტებაზე იყოს პასუხისმგებელი, ზოგიერთმა შესაძლოა გადამისამართება გააკეთოს და ა.შ. ხელმოწერა - მხარდაჭერილია ნებისმიერ შემთხვევაზე მორგებული ხელმოწერის მეთოდი: მარტივი მოხაზვა, ელ.ფოსტით დადასტურება, SMS ერთჯერადი კოდი, ვიდეო იდენტიფიკაცია, კვალიფიციური ხელმოწერა, ხელმოწერის პადზე ბიომეტრიული ხელმოწერა. ხელმოწერა შესაძლებელია ნებისმიერი მოწყობილობიდან და აქვს იურიდიული ძალა. მართვა - შესაძლებელია დოკუმენტების დახარისხება, მონიტორინგი, გუნდების მიხედვით ხედვის უფლებების განსაზღვრა, ფილტრაცია. უტყუარი მტკიცებულება, რომ ჩვენი პლაფტორმა ნამდვილად მწვავე პრობლემას წყვეტს და პროდუქტი მორგებულია მომხმარებლების საჭიროებებს, შეგვიძლია რიცხვებში ამოვიკითხოთ: -NPS 88 - რითიც ძალიან ვამაყობთ. -0.5% - Churn rate-ი -55% - Demo to Close conversion rate-ი Signify-ს ბიზნესმოდელი Subscription-based SaaS არის. კომპანიები მომხმარებლების ან დოკუმენტების რაოდენობის მიხედვით ირჩევენ სასურველ პაკეტს და თვიურად იხდიან საფასურს (დამატებით პაკეტებისა და ფასების შესახებ იხ: https://www.signify.ge/ka/pricing/). თუმცა Signify-ზე რეგისტრაცია მხოლოდ დოკუმენტის გამგზავნს სჭირდება. ხელმომწერს კი რეგისტრაციის გარეშე შეუძლია გახსნას და ხელი მოაწეროს დოკუმენტს. დღეს უკვე 500-ზე მეტი კომპანია იყენებს Signify-ს და 500 000-ზე მეტმა ადამიანმა მოაწერა ხელი Signify-ს საშუალებით, რაც საქართელოს მაშტაბებისათვის ნამდვილად შთამბეჭდავია. კომპანია 2021 წლის დასაწყისში, პანდემიის პერიოდში დაარსდა, როდესაც ბიზნესების უმეტესობას დისტანციურ მუშაობაზე გადაწყობა მოუწია, სწორედ ამ პერიოდში გაიარა ჩვენმა პროდუქტმა product-market-fit-ის ვალიდაცია. განვლილი პერიოდის განმავლობაში ჩვენი მიზანი იყო ვყოფილიყავით წარმატებული საქართველოში და დაგვემუშავებინა არა საქართველოზე მორეგებული არამედ საერთაშორისო თვალსაზრისით კონკურენტული პროდუქტი, რაც შევძელით მომხმარებლებისგან მუდმივი უკუკავშირის მიღების წყალობით. ამჟამად უკვე გვაქვს go-to-market და growth სტრატეგია და კომპანიის ძირითადი აქცენტი იქნება მიმართული საერთაშორისო ბაზარზე ექსპანსიისთვის. წელს პირველი ნაბიჯები გადავდგით და დავიწყეთ ჩვენს რეგიონში ქვეყნების კვლევა, თუმცა ჩვენი პოტენციური მომხმარებელი შესაძლოა იყოს ნებისმიერი ქვეყნიდან. გლობალურ კონკურენტებთან ჩვენი უპირატესობები ბევრ დეტალშია გამოსახული, როგორიცაა გამორჩეულად კარგი UX-ი, ვაძლევთ შესაძლებლობას კომპანიებს ერთ დღეში დანერგონ SignPad-ით ბიომეტრიული ხელმოწერები, რასაც როგორც წესი თვეები ან სულაც წლები ჭირდება ხოლმე სხვადასხვა მიზეზების გამო, გვაქვს ბევრი ისეთ Feature-ი რაც სხვებს არ აქვთ მაგრამ ძალიან გამოყენებადია, დოკუმენტების ჯგუფურად გაგზავნა ათასობით ადამიანთან, ავტომატური ხელმოწერები და სხვა. რომელ ქვეყანაშიც ფართოდ ვიქნებით წარმოდგენილები, იქ გვექნება მაღალი ლოკალიზაცია ქვეყნის სპეციფიკიდან გამომდინარე, დიდ მოთამაშეებთან შედარებით. ალბათ ყველაზე მეტად რაშიც გაგვიმართლა არის ის, რომ ვართ დაბალანსებული გამოცდილების და უნარების გუნდი, ბევრი განსხვავებული აზრით, თუმცა გვაერთიანებს იდეა, ამბიცია და სიჯიუტე. ყველას გვჯერა, რომ შეგვიძლია შევცვალოთ ქცევა, თუ როგორ ფორმდება დოკუმენტები, როგორც საქართველოში, ისე რეგიონში. ზვიად წოწკოლაური - Co-founder, CEO - https://www.linkedin.com/in/zviad-tsotskolauri-4b866a86/ ალექსანდრე ნემსაძე - Co-founder, CTO - https://www.linkedin.com/in/alexander-nemsadze-a473082b/ დავით ხოსიაშვილი - Co-founder, Strategic Development - https://www.linkedin.com/in/9385a624/ ნიკოლოზ ხიდურელი - Advisory Board - https://www.linkedin.com/in/nikolozkhidureli/ ზვიადი წლების განმავლობაში იყო TBC Bank-ის გუნდის წევრი და ხელმძღვანელობდა digital banking-ის მიმართულებას (მობაილბანკი, ინტერნტბანკი…). ამაყობს, რომ თიბისისთან ერთად გაიარა გზა მობაილბანკის 100 მომხმარებლიდან, 500,000 აქტიურ მომხმარებლამდე. სუპერ-ძალა - პროდუქტის დიზაინი. ალექსანდრე კი სანამ Signify-ს გუნდს შემოუერთდებოდა, კომპანია AzRy-ში 14 წლის განმავლობაში წამყვანი პროგრამისტი და არქიტექტორი იყო. მას ბევრი რთული სისტემა აქვს 0-დან დამუშავებული, რომლებსაც თითქმის ყველა საქართველოს მოქალაქე იყენებს ყოველდღიურად, როგორიცაა საჯარო ტრანსპორტის სისტემა, საკანონმდებლო მაცნე, კომუნალური გადახდები, ფულადი გზავნილები, თვითმომსახურების ტერმინალების სისტემა და სხვა. სუპერ-ძალა - პროდუქტის დამუშავება. დავითს აქვს გამოცდილება 5+ წარმატებული სტარტაპ კომპანიის დაფუძნების და შემდეგ განვითარების. Signify-ში მისი როლია სტრატგიული განვითარება და ფინანსები. ნიკოლოზი ჩვენი Advisory board-ის წევრია, მისი ძირითადი ფოკუსი არის ფინანსები, უცხოურ ბაზრებზე ექსპანსია და ინვესტიციები. მაშტაბირება გარდაუვალია: - გლობალური ბაზრის მოსალოდნელი ზრდა არის საშუალოდ 33% (https://www.marketsandmarkets.com/Market-Reports/digital-signature-market-177504698.html?gclid=CjwKCAjw3riIBhAwEiwAzD3Tibtv7J8faP1zFREOLn6kaJp8WJ928xvunjWQ3kVeP0JkNzQ_OVo7MhoCRmEQAvD_BwE) - გლობალური ბაზრის პენეტრაცია ითვლება რომ არის 5%-ზე ნაკლები. დოკუსაინი 2020 წელს საკუთარ წილს აფასებდა 1%-ის ფარგლებში (https://s22.q4cdn.com/408980645/files/doc_financials/2020/Annual/DocuSign-FY2020-Annual-Report.pdf) - პანდემიამ და პოსტ-პანდემიის პერიოდმა მნიშვნელოვნად დააჩქარა ეს პროცესი.