ჟირაფი ჟოზე
კულტურა, ხელოვნება, შოუბიზნესი
საუკეთესო პროდუქტის შექმნისთვის
ბიზნესის აღწერა
2023 წელი ჟირაფი ჟოზესთვის ყველაზე გამორჩეული აღმოჩნდა, მისი არსებობის განვალობაში. მიმდინარე წელს ჟოზემ ყველაზე უკეთ შეძლო "გადმოსულიყო" ტელე-ეკრანებიდან, პატარე მეგობრებთან რეალურ სამყაროში ინტერაქციისთვის. წლის განმავლობაში: ჟოზემ იმოგზაურა საქართველოს რეგიონებში და ჩაატარა 20-მდე საჯარო კონცერტი; დამზადდა ჟოზესთან დაკავშირებული 6 ახალი სათამაშო; გამოიცა ჟოზეს, 10 სახეობის ახალი წიგნი; კომპანია ბაკურიანმა აწარმოა ჟოზეს საბავშვო წყალი; კომპანია ავერსმა აიყვანა "ჟოზე ექიმი" თანამშრომლად; "გლდანიმოლში" გაიხსნა გასართობი სივრცე "ჟოზეს სახლი"; კომპანია "ვენდისმა" მოახდინა ჟოზეს მასკოტის/გმირის ინტეგრირება ბავშვთა გასართობ პროგრამაში თბილისისა და ქუთაისის ფილიალებში; - მიუხედავად ამ მნიშვნელოვნი წარმატებებისა ადგილობრივ დონეზე, 2023 წლის ყველაზე მნიშვნელოვნად მიღწევად მიგვაჩნია ჟირაფი ჟოზეს ანიმაციის თარგმნა ინგლისურ ენაზე და მისი გატანა საერთაშორისო ბაზარზე. ეს ჟოზეს მოგზაურობის დასაწყისი და მისი პირველი დიდი ნაბიჯია იმისათვის, რომ გაეცნოს მთელს მსოფლიოს და გაავრცელოს ყვითელი ბედნიერება.