M arts

M arts

წარმოება

გამორჩეული სამომხმარებლო გამოცდილების შექმნისთვის

nomination badge

ბიზნესის აღწერა

ჩვენი კომპანია აწარმოებს საყოფაცხოვრებო და საოფისე ავეჯს. ბაზარზე არსებული უამრავი კომპანიებისგან განსხვავებით ჩევინი კომპანია მომხმარებლებთან არის მაქსიმალურად გახსნილი და პასუხსმგებლიანი. ჩვენს დამფუძნებლებს აქვს დიდი გამოცდილება წინა სამუშაო ადგილიდან. სადაც მომხმარებლებს შეთანხმებულ ვადაში და ხარისხით არ აწვდიდნენ შეკვეთილ პროდუქციას. ასევე იყო ბიუროკრატიული ბარიერები და ხელოვნურად ხდებოდა გაჭიანურება შეკვეთის ჩაბარების, რაც საბოლოოდ იწვევდა მომხმარებელთა უკმაყოფილებას და კომპანია მივიდა გაკოტრებამდე. აღნიშნული მიდგომიდან გამომდინარე კიდევ არაერთმა კომპანიამ დაიწყო გაკოტრების წარმოება და ზოგ შემთხვევაში დაწყებულია სისხლის სამართლის გამოძიება. ყოველივე ხსენებულიდან გამომდინარე ჩვენმა კომპანიამ მომხმარებლებთან გამოიჩინა განსხვავებული მიდგომა რაც მდგომარეობში შემდეგში. ჩვენი კომპანია მომხმარებლებს სთავაზობს დისტანცურ სერვისებს იქნება ეს დიზაინის გაკეთება თუ ხელშეკრულების გაფორმება. ასევე მისამართზე მივდივართ მათთვის სასურველ და კანონით გათვალისწინებულ სამუშაო დროს. დღის ნებისმიერ მონაკვეთში შეუძლიათ დაგვიკავშირდენ მომხმარებლებს და ვაწვდით დროულ ინფორმაციას. არ ვარღვევთ ხელშეკრულებით გათვალისწინებულ ვადებს და ვთავაზობთ გონივრულ ფასებს. ფესიბუქ გვერდზე არ გვყავს ყალბი, ნაყიდი გამომწერები და არ გვიდევს ინტერნეტით მოძიებული ფოტოები. რასაც ყველაზე მეტად გამოვარჩევდით მომსახურეობის გაწევამდე მომხმარებლებს ვაწვდით ინფორმაციას რა მატერიით იქმნება ბროდუქცია, რომელი ქვეყნის წარმოებაა, სად ვყიდულობთ ამ მატერიას, რა ფასად, რა დადებითი და უარყოფითი თვისება აქვს თითუაეულ მათგანს. აღნიშნულის შემდეგ ვაფორმებთ ხელშეკრულებას და ვიწყებთ წარმოების პროცესს. ასევე ჩვენ მომხმარებლებს პერიუდულად თავად ვუკავშირდებით და ვკითხულობთ რაიმე ხომ არ გამოვიდა მწყობრიდან რაც დამონტაჟდა მათთან. ყოველივე აღნიშნული იწვევს მომხმარებლების განსაკუთრებულ ნდობას, რასაც თავადაც აღნიშნავენ ჩვენთან ურთიერთობაში. ჩვენს ყველა თანამშრომელს არ აქვს მნიშვნელობა რა პოზიციაზე იქნება დასაქმებული ვატრენინგებთ ავეჯის წარმოების სფეროში რაც ძალიან გვეხმარება ჩვენ და ჩვენს მომხმარებლებს ფორსმაჟორულ სიტუაციებში.