ენლილი

ენლილი

წარმოება

საუკეთესო ინოვაციური სტარტაპისთვის

nomination badge

ბიზნესის აღწერა

ვაწარმოებთ უნიკალურ ტექნოლოგიაზე დაფუძნებულ ხილის-ბოსტნეულის დეჰიდრატორებს და დამხმარე ტექნიკას. რეგიონებში და არამარტო ხშირია პრობლემა, როდესაც ფერმერი მოწეულ მოსავალს ვერ არეალიზებს და ხშირად უწევს მისი უტილიზაცია მალფუჭებადობის გამო. ჩვენი პროდუქტი უჭრის რამდენიმე პრობლემას ერთად: 1. გადამუშავებული პროდუქტით მიიღება მაღალღირებული პროდუქტი; 2. ასეთი პროდუქტის შენახვა შესაძლებელია რამდენიმე წელი; 3. დანადგარში ჩაშენებული ჭკვიანი ტექნოლოგია იძლევა პროცესების დამოუკიდებლად მართვის შესაძლებლობას, რაც ზოგავს დროს; 4. კორპუსის ერგონომიული დიზაინი, გამოყენებული თბოეფექტური კომპოზიტიური მასალა უზრუნველყობს ენერგიის მცირე დანახრჯს; 5. მზის პანელების ინტეგრირება კორპუსში ხდის ბევრად მოქნილს და ენერგოეფექტურს. -წელს 160 ფერმერს გავუკეთეთ საწარმოს ნაწილობრივი ან სრული აღჭურვა. ვფიქრობთ, რომ საქართველოში ყველა ფერმერს მინიმუმ 1 ჩვენი წარმოებული დანადგარი უნდა ქონდეს სახლში. თუ გავითვალისწინებთ სოფლის მეურნეობით დაკავებული მოსახლეობის სტატისტიკას და ცვენს პროდუქტზე მოთხოვნის გეომეტრიულ ზრდას მასშტაბი საშუალოდ 15 000 ცალია წელიწადში. -იმპორტირებულ ტექნიკასთან შედარებით ჩვენი უპირატესობებია: ინოვაცია, რაც ხდის ენერგოეფექტურს და ადვილადმოსახმარს. ქართულია. პირადად იცნობენ მწარმოებელს და შეუძლიათ დაუბრკოლებლად მიიღონ კონსულტაცია და სერვისი. -ჩვენს ქვეყანაში ჩირის 70% იმპორტირებულია;ასევე გამომშრალი პომიდვრის 95% და მშრალი ბოსტნეულის, მწვანილების, სუნელების 90%. ეს მაჩვენებლები ნათლად აჩვენებს ბაზარზე არსებულ ცარიელ ნიშას. - ვთანამშრომლობთ როგორც ბიზნესთან ასევე კერძო მომხმარებლებთან. - გამარტივებული პროგრამული უზრუნველყოფა და პროცესის ავტომატიზაცია იძლევა საშუალებას ტექნოლოგია მარტივად იქნეს ათვისებული -სტარტაპში დასაქმებული ვართ 4 ადამიანი.