ვინოპოლია

ვინოპოლია

გართობა, დასვენება, სპორტი

საუკეთესო პროდუქტის შექმნისთვის

nomination badge

ბიზნესის აღწერა

ქართველები ვამაყობთ მეღვინეობის 8000 წლიანი უწყვეტი ტრადიციით და ვცდილობთ მსოფლიოს გავუზიაროთ ეს ღირშესანიშნავი ამბავი, თუმცა ფაქტია, რომ ჯერ თვითონაც კი არ გაქვს ის ბოლომდე გააზრებული. ამის დამადასტურებელია ისიც, რომ ღვინის სხვა ქვეყნებისგან განსხვავებით, არ გვაქვს არანაირი თამაში (არც სამაგიდე და არც სხვა) ღვინოსთან დაკავშირებით. ვინოპოლია ქართული ღვინის თემატიკით გამდიდრებული ყველასათვის ნაცნობი მონოპოლიის თემატური ნაირსახეობაა, საგანმანათლებლო ელემენტით ტოპ 26 ყველაზე გავრცელებული ყურძნის/ღვინის სახეობის შესახებ. თამაშში დამატებულია სადღეგრძელოს ელემენტი, რაც ასევე მნიშვნელოვანი კულტურული შტრიხია. ასე რომ, ვინოპოლიის დახმარებით, თამაშ-თამაშში, ჩვენ უამრავ სასარგებლო ინფორმაციას მივაწვდით როგორც ქართველ, ასევე უცხოელ მომხმარებელს. ნივთს ღირებულებას მატებს სპეციალურად ამ თამაშისთვის შექმნილი 40-ზე მეტი ილუსტრაცია, რომელიც 2023 წლის Young Lions-ის გამარჯვებულ არტისტს ეკუთვნის, ხელნაკეთი კომპონენტები (ვენახები, შატოები) და უამრავი სახალისო და საინტერესო QR-ლინკი. მთავარი სამომავლო გეგმა ორად იყოფა, ლოკალურად ჩვენი დევიზია "ვინოპოლია ყველა ოჯახში", ხოლო საერთაშორისო დონეზე - ყველა იმ ქვეყანაში შეღწევა, სადაც ქართულმა ღვინომ უკვე გადადგა პირველი, თუნდაც მცირე ნაბიჯი და რაც შეიძლება მეტი ხალხის გაოცება ჩვენი უნიკალური ღვინის კულტურით.