Biliki.AI

Biliki.AI

ტურიზმი

საუკეთესო ინოვაციური სტარტაპისთვის

nomination badge

ბიზნესის აღწერა

სამყაროში, სადაც მოგზაურობა უფრო ხელმისაწვდომი და მოთხოვნადია, მოგზაურობის დაგეგმვა დროში გაწელილი და კომპლექსური პროცესია. მოგზაურები საშუალოდ 30 საათს ანდომებენ მოგზაურობის დაგეგმვას. გარდა ამისა, ეკო-მეგობრულ მოგზაურობაზე მოთხოვნა იზრდება, რადგან ახლა მოგზაურთა 76%-ს სწორედ ასეთი ტიპის შეთავაზებები სურს. მოგზაურობის დროს ხელოვნურ ინტელექტზე მოთხოვნა მზარდია, AI მოგზაურობის ბაზარი ამჟამად 11 მილიარდ დოლარად არის შეფასებული და 2028 წლისთვის 50 მილიარდ დოლარამდე გაიზრდება. ხოლო ეკო-მეგობრული მოგზაურობობის ბაზარი 580 მილიარდ დოლარზე მეტად არის შეფასებული და 2027 წლისთვის მისი გაორმაგებაა ნავარაუდები. ხელოვნური ინტელექტისა და მდგრადი მოგზაურობის ზრდის კვალდაკვალ, ჩვენ გთავაზობთ ახალ, ინოვაციურ გადაწყვეტას, პირველ ქართულ და მსოფლიოში ერთადერთ ეკო-მეგობრულ მოგზაურობის პერსონალიზებულ პლატფორმას Biliki AI. ეს არის პლატფორმა, რომელიც მეგზურობას გაგიწევთ მდგრადი მოგზაურობის ძიების ახალ ეპოქაში. ის, რაც გამოგვარჩევს, არის გარემოს დაცვის, საზოგადოების მშენებლობისა და ეკო-მეგობრული მოგზაურობის ხელშეწყობა. Biliki AI-ით მოგზაურობის დაგეგმვა მსოფლიოს ნებისმიერ წერტილშია შესაძლებელი. ჩვენი ბიზნეს მოდელი აფილირებული მარკეტინგია, რომლის ფარგლებშიც ვპარტნიორობთ booking.com-თან, viator-თან და hostelworld.com-თან, საშუალოდ თითოეული ჯავშნიდან 20-25%-ს საკომისიოს ვიღებთ. ჩვენი პლატფორმა საწყის ეტაპზეა, მარტივი, მაგრამ დახვეწილი დიზაინით, სადაც თქვენ უბრალოდ შეგყავთ მიმართულება თუ სად გსურთ გამგზავრება, ბიუჯეტი, და ხანგრძლივობა. Biliki AI კი წამებში დააგენერირებს თქვენზე მორგებულ მარშრუტს. დღესდღეობით ათასობით პროდუქტი იქმნება chatgpt-ს ბაზაზე, თუმცა ჩვენ სხვა გზა ავირჩიეთ. გავხდით Google Cloud for Startup-ის პროგრამის წევრები, google cloud გარემოს გააჩნია ყველა ტექნოლოგია რაც გვჭირდება რათა ერთ სივრცეში შევქმნათ მომხმარებელზე მორგებული პროდუქტი. დამფუძნებლები თორნიკე და გიორგი ცირამუები ვართ. ეს ჩვენთვის უკვე მეორე სტარტაპია, პირველი სტარტაპით, Biliki App, 2020 წელს გავხდით თიბისის ბიზნეს დაჯილდოების გამარჯვებულები ნომინაციაში საუკეთესო სტარტაპი. რამაც სტარტაპის წარმატებაში მნიშვნელოვანი ბიძგი მისცა. Biliki App-მა პირველი საერთაშორისო გაფართოება 2023 წელს მოხდა, ბალტიისპირეთის სამივე ქვეყანაში, რომლის ფარგლებშიც 200-ზე მეტი ციფრული ტური განთავსდა. თორნიკე კომპანიის თანადამფუძნებელი და აღმასრულებელი დირექტორია, ის სტარტაპის გარდა, მიწვეული ლექტორია ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტში, მეწარმეობის მიმართულებით. ჩართული იყო და ჩართულია არაერთ სტარტაპ პროგრამაში, როგორებიცაა - Social Impact Award, GITA'ს რეგიონალური საგრანტო პროგრამა, Tegeta-ს აქსელერატორი, და სხვა, როგორც ტრენერი, ასევე მენტორი. გიორგი ცირამუა, კომპანიის თანადამფუძნებელი და ტექნიკური დირექტორი. რომელიც ასევე ტოიოტა კავკასიის IT დეპარტამენტის უფროსია, რომელსაც კავკასიის რეგიონის სამივე ქვეყანაში დანერგილი აქვს ავტომობილების საწყობისა და გაყიდვების სისტემები, ERP და CRM სისტემები. ასევე მონაცემთა საწყობის და ანალიტიკის სისტემები. ბიძინა ბერიაშ���ილი, კომპანიის ტექნიკური ინჟინერია, რომელიც ასევე ტოიოტა კავკასიაში IT დეპარტამენტში ტექნიკური ინჟინერის პოზიციას იკავებს.