ანაბეჭდი

ანაბეჭდი

წარმოება

გამორჩეული როლისთვის რეგიონის განვითარებაში

nomination badge

ბიზნესის აღწერა

ჩვენი საქმიანობით ქალაქ სამტრედიაში შევძელით გაგვეჩინა წვდომა პირველ რიგში სამუშაო ადგილებზე, ამასთანავე იმ ტიპის საქმიანობის შესწავლაზე, რომელიც საქართველოს შემთხვევაში არის ერთ-ერთი მოთხოვნადი პროფესიული დარგი და მომავლის პროფესია. ასევე შევძელით გვეწარმოებინა მაღალხარისხიანი ბრენდული ტანისამოსი თუ სპეც ეკიპირება. კომპანია დადებით გავლენას ახდენს ადგილობრივ ბიზნეს გარემოზე. ყველაზე მეტად ეს გამოიხატება იმაში, რომ ის ახდენს კადრების გადამზადებას. საყურადღებოა, რომ საქმიანობის შესწავლითა და ადგილზე დასაქმებით დაინტერესებული არიან ახალგაზრდები, რითაც ქვეყნის მომავალ ეკნომიკურ მდგრადობას ეყრება საფუძველი. თავისთავად, გადამზადებული კადრები რეგიონს ავსებენ და ჩვენთან მიღებული ცოდნით ისინი შეძლებენ როგორც ინდივიდუალური საქმიანობის წამოწყებას, ასევე წახალისებას ამ ბიზნესით დაინტერესებული პირებისა. ბოლოს კი, რა თქმა უნდა, იმ მასშტაბებიდან გამომდინარე, რაც ანაბეჭდის სამტრედიის ფილიალს აქვს განსაზღვრული, რეგიონში გაჩნდება დამატებითი ბიზნესის კეთების შესაძლებლობები - აქ იგულისხმება ლოჯისტიკა, კვება, სასტუმრო და სარესტორნო საქმიანობა, კიდევ უფრო გაიზრდება სავაჭრო საქმიანობა, განვითარდება სხვადასხვა დარგი და ამ ყველაფერს განაპირობებს ის გარემოება, რომ ახალგაზრდებს კიდევ უფრო შევუმცირებთ რეგიონის მიტოვების მოტივაციას. ანაბეჭდი სამტრედიის პროექტის განხორციელებით ახდენს მრავალი კადრის დასაქმებას. შეგახსენებთ, რომ ქალაქ სამტრედიაში ფილიალი გაიხსნა დაახლოებით 6 თვის წინ და დღეის მდგომარეობით დასაქმებულია თითქმის 200 ადამიანი, თუმცა პროექტის საწყისი მიზნები 500 ადამიანის დასაქმებას ითვალისწინებს, რომელზე გაჩერებასაც არ ვაპირებთ. ანაბეჭდი, რომელიც 10 წლის წინ დაარსდა, თავისი ხანგრძლივი ისტორიიდან გამომდინარე სარგებლობს სანდოობით როგორც თბილისში, ასევე ახლა უკვე სამტრედიაშიც თანამშრომლებსა და პოტენციურ დასაქმებულებში. რაც მთავარია, კომპანია აღჭურვილი და დაპროექტებულია ევროპული სტანდარტებით და ზრუნავს დასაქმებულებისთვის ჯანსაღი სამუშაო გარემოს შექმნაზე. სამტრედიის ფილიალი ძირითადად განკუთვნილია ექსპორტზე და იქ იკერება უცხოური - ევროპული ბრენდები. ეს ფაქტი წამახალისებელია ჩვენი პოტენციური ევროპელი მომხმარებლებისთვის, რომლებიც დიდ ყურადღებას აქცევენ კომპანიის სამუშაო პრაქტიკასა და ურთიერთობის ისტორიებს. საწყისი ეტაპისგან განსხვავებით, დღეისთვის ჩვენთვის ბევრად უფრო მარტივია ვითანამშრომლოთ საერთაშორისოდ ცნობილ ბრენდებთან. როგორც უკვე მოგახსენებთ, კომპანია არის საკმაოდ მზარდი და ეს მტკიცდება როგორც დასაქმებულთა რაოდენობის ზრდით, ასევე შემოსავლებითაც. მიუხედავად საწყსი პერიოდისთვის დამახასიათებელი გამოწვევებისა, ანაბეჭდი აგრძელებს ზრდას და კიდევ უფრო მეტი ინვესტიციის განხორციელებასა და ადამიანების დასაქმებას.