იოლიფეი

იოლიფეი

საინფორმაციო ტექნოლოგიები (IT), კავშირგაბმულობა, კომუნიკაციები

საუკეთესო ინოვაციური სტარტაპისთვის

nomination badge

ბიზნესის აღწერა

შპს იოლიფეი არის მცირე მეწარმეების დიჯიტალ ბუღალტრული მომსახურება. იოლიფეის ვებ-აპლიკაციით სარგებლობის შემთხვევაში მცირე მეწარმეები თავიდან იცილებენ დეკლარაციის გაგზავნის ყოველთვიურ რუტინას . იოლიფეიმ შექმნა ავტომატიზირებული პროცესი, რომელიც მცირე ბიზნეს სტატუსის მქონე პირებს ეხმარება, მარტივად, რამდენიმე კლიკის დახმარებით გამოაგზავნონ ინფორმაცია შემოსავლების შესახებ ჩვენს საიტზე, პროგრამა ამუშავებს მათ მონაცემებს ავტომატურ რეჟიმში. ჩვენ ვზრუნავთ, რომ მომხმარებელი ინფორმირებული იყოს თითოეულ მნიშვნელოვან ეტაპზე. გარდა იმისა, რომ პროგრამა ყოველთვიურად ახსენებს მათ დეკლარაციის პერიოდის მოახლოებას, ასევე, ატყობინებს დღგ-ს გადამხდელის და მცირე ბიზნესის ყოველწლიურ ლიმიტთან მიახლოებას და სხვა საგადასახადო ვალდებულებებს. პლატფორმა იძლევა საშუალებას, სურვილის შემთხვევაში, მომხმარებელმა ისარგებლოს საშემოსავლოს გადახდის მომსახურებით. აპლიკაცია კომფორტულია მათთვისაც, ვისთვისაც პრობლემას არ წარმოადგენს დეკლარაციის გაგზავნის მარტივი პროცესი, თუმცა დამღლელია დედლაინებზე ფიქრი და ზრუნვა, რომ დატვირთული რეჟიმის პარალელურად არ გამორჩეს ყოველთვიურად გასაგზავნი რეპორტი და თანხის გადახდა. მათ ნაცვლად იოლიფეი ზრუნავს ამ ყველაფერზე. კომპანიის შექმნის იდეა მას შემდეგ გაჩნდა, რაც თავად გვიხდებოდა საკუთარი ან მეგობრების დეკლარაციების გაგზავნა ყოველთვიურად. მიუხედავად იმისა, რომ პროცესი საკმაოდ მარტივია, მაინც დისკომფორტს გვიქმნიდა რუტინული სამუშაო. 2022 წელს ბაზრის მოკვლევის შედეგად აღმოჩნდა, რომ 140 000 მდე აქტიური მცირე მეწარმე იყო რეგისტრირებული. ვინაიდან ასეთი ავტომატიზირებული მომსახურება არ არსებობდა და, საკუთარი გამოცდილებიდან გამომდინარე, მოთხოვნაც იყო, ვიფიქრეთ, გაგვეკეთებინა პლატფორმა, რომელიც ავტომატურად შეასრულებდა ბუღალტრის ფუნქციას. იდეის გარშემო გავერთიანდით გუნდის წევრები: თეონა იურჩენკო - თეონას 20 წლიანი გამოცდილება აქვს ბუღალტერიისა და ფინანსების მიმართულებით და 5 წელია მართავს საკუთარ აუთსორს ბუღალტრულ კომპანიას www.startpoint.ge https://www.linkedin.com/in/teona-iurchenko-795256b2 ლუკა ლორთქიფაიძე - ლუკა პროგრამისტია. მონაწილეობა აქვს მიღებული სხვადასხვა საერთაშორისო ტექნოლოგიურ პროექტში. ხელოვნული ინტელექტის ალგორითმის გამოყენებით შექმნილი აქვს პლატფორმა www.Bitpulse.ge , რომელსაც მიღებული აქვს USID-ის და GITA-ს დაფინანსებები https://ge.linkedin.com/in/luka-lortkipanidze-6b11321b8 მაია ლომიძე - მაიას კლიენტებთან ურთიერთობის და პროექტების მართვის დიდი ხნის გამოცდილება აქვს. ის მუშაობდა სხვადასხვა ბანკში საკრედიტო და პროდუქტების განვითარების მიმართულებებით. https://www.linkedin.com/in/maia-lomidze-3a4a91165 სტანისლავ საბანოვი - ის 2019 წლიდან საქმიანობს საქართველოში და მიღებული აქვს მონაწილეობა სხვადასხვა პროექტში ტექნოლოგიური მიმართულებით. მათ შორის, მისი შექმნილია პლატფორმა www.relocation.ge , რომლის მეშვეობითაც 10 000 მდე უკრაინელმა მიიღო დახმარება საქართველოში. ასევე, საქართველოს უნივერსიტეტთან თანამშრომლობით სტასმა მიიღო მონაწილეობა არაკომერციული ორგანიზაცია კვანტური ლაბის შექმნაში, რომელიც ეხმარება ახალგაზრდა მეცნიერებს, გამოყენებითი კვანტური გამოთვლებისა და ხელოვნური ინტელექტის კვლევის მიმართულებით გრანტების მოპოვებაში www.quantumlab.ge https://ge.linkedin.com/in/stanislav-saber