განჯინა

განჯინა

რესტორნები, კაფეები, ბარები, კლუბები

საუკეთესო პროდუქტის შექმნისთვის

nomination badge

ბიზნესის აღწერა

"განჯინა" განსაკუთრებული დესერტების მაღაზიაა. მისი მთავარი მიზანია შექმნილი დესერტი როგორც ვიზუალურად ისე გემოვნური თვისებებით გამოხატავდეს ყველა იმ ადამიანის ბუნებრივ ემოციას და გრძნობას, რისი გაზიარებაც მას სურს საყვარელი ადამიანისთვის. განჯინას დესერტები შორს არის პერფექციონისტული ტორტებისგან. ყველა ტორტი ერთმანეთისგან განსხვევაბულია - ამის მიზეზი კი ზუსტად ის არის რომ ორი ერთნაირი ადამიანი არ არსებობს და ამიტომ განჯინას გუნდი მთელი გულით საკუთარი მომხმარებლებისთვის ქმნის "უნიკალურ" პროდუქტს. თამამად შეიძლება ითქვას, რომ განჯინას კონცეპტუალური მაღაზია ყველა იმ ადამიანის ინდივიდუალურ ხასიათზე და სურვილებზე მორგებული სივრცეა, სადაც არა მხოლოდ გიმზადებენ, არამედ, სურვილის შემთხვევაში, თავადვე ხდები ტკბილეულის შექმნის მონაწილე და ორიგინალური გაფორმების ავტორი. სწორედ ამიტომ, ონლაინ გაყიდვების გამოცდილების შემდეგ, განჯინას კონცეპტუალური დესერტების მაღაზია ფალიაშვილის N71 -ში გაიხსნა. რა დაგხვდებათ განჯინაში: • გემრიელი და მრავალფეროვანი დესერტები, რომელთა მირთმევაც, თქვენი სურვილის შემთხვევაში, იქვე, გემრიელი ყავის თანხლებითაც შეგიძლიათ; • „მოურთე“- ტორტის ადგილზე მორთვის და წარწერების გაკეთების შესაძლებლობა, რაც თქვენი გემოვნების მიხედვით შეგიძლიათ გააკეთოთ ან განჯინას კონდიტერი დაიხმაროთ; • „მორთე შენით“ - სახალისო გაკვეთილები პატარებისთვის, რომლის მსვლელობისას ბავშვები მათი ფანტაზიის და სურვილების მიხედვით შექმნიან დესერტებს. განჯინას სერვისი " გადაარჩინე დავიწყებული დღესასწაული" კი შესაძლებლობას მოგცემთ ღამის 12:00 საათზე თქვენი სახელით, ინდივიდუალური მორთულობით, სახალისო წარწერით იუბილარს ტორტი გაუგზავნოთ. მომდევნო ორი წლის მანძილზე განჯინას მიზანია, გახსნას პატარა მინი საკონდიტრო მაღაზიები და ასევე არტისტებთან ერთად შექმნას ერთობლივი პროდუქტები. განჯინას გუნდი ფიქრობს, რომ ტორტი მხოლოდ დესერტი არ არის, ის თვითგამოხატვის ერთ-ერთი საუკეთესო საშაულებაა.