აი პი ეს

აი პი ეს

მშენებლობა, რემონტი, უძრავი ქონება

საუკეთესო პროდუქტის შექმნისთვის

nomination badge

ბიზნესის აღწერა

შპს „აი პი ეს“-ის საქმიანობის ძირითადი მიმართულებაა საფასადე მასალების, კერძოდ: - ფიბროცემენტის, - აგურის, - სპილენძის პანელის, - HPL-ის, - ალუმინის კომპოზიტური პანელის, - შუშის მოაჯირების, - და ა.შ. იმპორტი, დამუშავება, რეალიზაცია და მონტაჟი. იმპორტი ხორციელდება ევროპიდან და თითოეული პროდუქცია აკმაყოფილებს საერთაშორისო სტანდარტებს, გააჩნია შესაბამისი სერტიფიკატები. ჩვენი პროდუქცია და მომსახურება მომხმარებლისთვის ღირებულია, რადგან: - წარმოადგენს სიახლეს საქართველოს მასშტაბით; - ქმნის ქალაქის იერსახეს და ხანგრძლივ პერიოდზე ნარჩუნდება; - მარტივად განახლებადია; - თბოიზოლაციის მასალების გამოყენება მნიშვნელოვნად ზრდის შენობის ენერგოეფექტურობის დონეს; - მაღალი ენერგოეფექტურობის პირდაპირ პროპორციულად მცირდება უარყოფითი ზეგავლენა გარემოზე; - უსაფრთხოა ადამიანის ჯანმრთელობისთვის. ჩვენი დამკეთები არიან საერთაშორისო ქსელური კომპანიები , ადგილობრივი ლიდერი სამშენებლო და დეველოპერული კომპანიები, კომერციული ცენტრები (Radisson; Pulmann, Hilton, Archi, M2, Moedani, Next Group, Vake Hills, DOMUS, Anagi და ა.შ) ფასადის მოსაპირკეთებელი მასალების დამუშავების წარმატებულმა პრაქტიკამ მიგვიყვანა გადაწყვეტილებამდე, რომ ევროპული მასალებით შევქმნათ სპეციალიზირებული ავეჯი, კერძოდ, გარემო ზემოქმედებისადმი მედეგი, ანტივანდალური ავეჯი, რომელიც ხშირი მოხმარებისთვის არის განკუთვნილი, მაგ.: რესტორანი, სასტუმრო და ა.შ. რაც შეეხება მომავალი 2 წლის გეგმას: - 2023 წელს, ჩვენმა კომპანიამ აიღო „აწარმოე საქართველო“-ს გრძელვადიანი სესხი, რათა განავითაროს ავეჯის წარმოება. - ამ ეტაპზე, დაწყებულია საწარმოს მშენებლობა, სადაც დამუშავდება როგორც მოსაპირკეთებელი მასალები, ასევე იქნება ავეჯის წარმოებაც. - საწარმო აღიჭურვება იტალიური და გერმანული წარმოების უახლესი დანადგარებით (CNC). - ჯამურად პროექტში განხორციელდება 7,000,000.00 ლარის ინვესტიცია. - დამატებით დასაქმდება დაახლოებით 100 ადამიანი. - კომპანიის გეგმაშია, ფასადის სამონტაჟო სამუშაოებით დაინტერესებულ პირთათვის პროფესიული კოლეჯის შექმნა. დღეს, აღნიშნული ტექნიკური ცოდნის ნაკლებობა მკვეთრად აისახება ფასადის მონტაჟის ხარისხზე და გრძელვადიან პერსპექტივაში საფრთხესაც კი წარმოადგენს მოსახლეობისთვის. კოლეჯი, ჩვენი უცხოელი პარტნიორების დახმარებით შეიქმნება (ევროპიდან ჩამოვლენ სპეციალისტები და მოხდება ადგილობრივი კადრების გადამზადება/სერტიფიცირება), და შესაძლებელს გახდის მინიმუმ 2 წლის განმავლობაში უსასყიდლოდ ჩატარდეს სწავლება/გადამზადება. სწავლება შეეხება სხვადასხვა ტიპის ფასადების თავისებურებებსა და ტექნიკურ დეტალებს, რომელიც ახალია საქართველოს ბაზრისთვის და ცოდნის ნაკლებობის გამო მემონტაჟეები ვერ ითვალისწინებენ ყოველდღიურ მუშაობაში. ინვესტიციების დასრულების შემდეგ შეგვეძლება: 1. გავფართოვდეთ, ვაწარმოოთ გარემო ზემოქმედებისადმი მედეგი ავეჯი, რაც გრძელვადიან პერსპექტივაში ხელს შეუწყობს რესურსების მოხმარების დაზოგვას, ეს კი ცირკულარული ეკონომიკის მთავარი მამოძრავებელი ძალაა; 2. განვვითარდეთ ჩვენს უკვე არსებულ სფეროში და მომხმარებელს შევთავაზოთ გაზრდილი ღირებულება; 3. პროდუქციის დამუშავებაში დავეხმაროთ ჩვენს სფეროში მოქმედ კომპანიებს და ხელი შევუწყოთ სფეროს განვითარებას; 4. ცოდნის და დამუშავებული პროდუქციის ექსპორტზე გატანა. საექსპორტო ბაზრად განიხილება როგორც მეზობელი ქვეყნები (სომხეთი, აზერბაიჯანი), ასევე აღმოსავლეთის ქვეყნები - უზბეკეთი, თურქმენეთი და ა.შ. დამატებით, ჩვენსავე კომპანიაში პროცესების მართვის გაუმჯობესების მიზნით იგეგმება ციფრული აპლიკაციის შექმნა ან/და რომელიმე საერთაშორისო დონის პროგრამის მორგება, რის შედეგადაც: - შესაძლებლობა გვექნება დამკვეთთან და სხვა ჩართულ მხარეებთან ერთად, პარალელურ რეჟიმში დავაკვირდეთ და ვმართოთ პროცესები; - შიდა მენეჯმენტის კუთხით, უკეთ დავინახავთ პროცესებში არსებულ რისკებსა, თუ ხარვეზებს, რაც მნიშვნელოვნად გაზრდის სამუშაოების შესრულების ხარისხს და შეამცირებს სამუშაოების დასრულების ვადას.