ჟორჟ'ინი

ჟორჟ'ინი

ტურიზმი

გამორჩეული როლისთვის რეგიონის განვითარებაში

nomination badge

ბიზნესის აღწერა

ჟორჟინი პირველი ავთენტური და ამავდროულად, თანამედროვედ აღჭურვილი საოჯახო სასტუმროა ქვემო სვანეთში, სოფელ სასაში. ქვემო სვანეთში მხოლოდ ერთი მცირე სასტუმროა ადმინისტრაციულ ცენტრში, ლენტეხში. უშუალოდ სოფლებში საოჯახო სასტუმროები ფაქტობრივად არ არსებობდა. ჩვენმა საოჯახო სასტუმრომ მნიშვნელოვანი გავლენა მოახდინა ადგილობრივ კონტექსტზე და მოსახლეობისათვის მაგალითად და ინსპირაციად იქცა ტურიზმის ინდუსტრიაში ჩასართავად. უშუალოდ სახლი მე-20 საუკუნის დასაწყისში აშენდა, 80-იანი წლების დასაწყისიდან იქ არავის უცხოვრია. 2021-2022 წლებში სახლის სრული რეაბილიტაცია და კეთილმოწყობა მოხდა, პირვანდელი იერსახის მაქსიმალური შენარჩუნებით და რეგიონისთვის ტიპური არქიტექტურის დაცვით