მოუარე

მოუარე

წარმოება

გამორჩეული სოციალური პასუხისმგებლობისთვის

nomination badge

ბიზნესის აღწერა

ყველა შინაური ცხოველის მშობლის პრიორიტეტია,მისი ოთხფეხა მეგობრის ჯანმრთელობა.ზუსტად ამ მოტივით გაჩნდა “მოუარე”,100%ით მცენარეული და ნატურალური მოვლის საშუალებები შინაური ცხოველებისათვის. სახელიც სიმბოლურად შევურჩიეთ. მოუარე არის პირველი ეკო-მეგობრული და მდგრადი განვითარების ქართული წარმოების ბრენდი, თავისუფალი ქიმიური ნივთიერებებისაგან,რომელიც საზიანოა როგორც გარემოსათვის აგრეთვე ჩვენი შინაური ცხოველის ჯანმრთელობისათვის.მოუარეს ასორტიმენტშია;თათების მალამო,ზოოშამპუნი,ბეწვის კონდიციონერი,ანტიპარაზიტული სპრეი და ანტისეფტიკური სპრეი.მოუარე არ არის მხოლოდ შინაური ცხოველების მოვლის საშუალებების ბრენდი,ეს არის ახალი ჰოლისტიკური მიდგომა ამ ინდუსტრიაში,ბრენდი რომელსაც გააჩნია სოციალური პასუხისმგებლობა და გარემოს მდგრადობის განვითარების ვალდებულება.მოუარეს ნამდვილ მწვანე ბიზნესად აქცევს ისიც,რომ პროდუქციის შეფუთვაში გამოყენებულია ეკოლოგიურად სუფთა,მრავალჯერადი გამოყენების გადამუშავებული მასალები.ჩვენი პროდუქტები შექმნილია არამხოლოდ ჩვენი საყვარელი შინაური ცხოველების სიყვარულით,არამედ ჩვენი პლანეტის მიმართ პასუხისმგებლობის ღრმა გრძნობით. საზოგადოებაში ცხოველების მიმართ ცნობიერებისა და პასუხისმგებლობის ამაღლების მიზნით, წამოვიწყეთ სოციალიურ ქსელებში კამპანია. კამპანიის ფარგლებში, შინაური ცხოველების პოტენციურ ან არსებულ პატრონებს ვაცნობთ თუ რა დადებითი გავლენა აქვს ცხოველებზე ნატურალურ პროდუქტებს,როგორ აუმჯობესებს მათ სიცოცხლის ხარისხს, რა გავლენა აქვს გარემოზე და ა.შ კამპანიას განგრძობითი ხასიათი აქვს. 2023 წელს ჩავატარეთ საჯარო ლექცია თემაზე“შინაური ცხოველების მოვლის პროდუქტებში ბუნებრივი ინგრედიენტების მნიშვნელობა მათი ჯანმრთელობისათვის”,რომელიც ჩატარდა შინაური ცხოველების მხარდასაჭერ გამოფენაზე. ახალი წლის პერიოდში აქტიურად ვაწარმოებთ სოციალურ კამპანიას, საზოგადოებაში ცნობიერების ამაღლების მიზნით თემაზე “დაიცავი დაუცველი- არა პრიოტექნიკას!”.