მოყვარე
კულტურა, ხელოვნება, შოუბიზნესი
გამორჩეული როლისთვის რეგიონის განვითარებაში
ბიზნესის აღწერა
საოჯახო სასტუმრო მოყვარეში რომელიც მდებარეობს აჭარის ულამაზეს სოფელ მერისში ჩვენ ვიზიტორებს ვთავაზობთ მრავალსაუკუნიან ტრადიციებსა და თბილ სტუმართმოყვარეობას, რათა შევქმნათ დაუვიწყარი ადგილი. ჩვენი სერვისები ძალიან განსხვავებულია ჩვეულებრივი საოჯახო სასტუმროსგან, ჩვენს საოჯახო სასტუმროს ვეძახით აჭარული ხალხური სიმღერის სახელოსნოს, ამით გამოირჩევა ჩვენი სასტუმრო, პირველი და ძირითადი მიზეზი, რის გამოც ჩვენთან სტუმრები მოდიან არის ხალხური სიმღერების სემინარები. აჭარულ ავთენტურ ფოლკლორს უცხოელ ვიზიტორებს ასწავლის ოჯახის სამი თაობა, ბაბუა რომელმაც პირადად შემოინახა ამ სოფლის ფოლკლორული უნიკალური ნამუშევრები, მისი შვილი და შვილიშვილები, ჩვენ როგორც მომღერალი ოჯახი მომღერალი სოფლიდან უდიდეს პასუხისმგებლობას ვგრძნობთ შევინარჩუნოთ და გავაზიაროთ ეს უნიკალური ფოლკლორული მემკვიდრეობა. სასტუმროს გახსნის იდეა არ ყოფილა სასტუმროს მფლობელების, ეს იდეა თავად ჩვენს ვიზიტორებს გაუჩნდათ მას შემდეგ რაც ნახეს სცენაზე 4 თაობის სიმღერა. გარდა სიმღერის სემინარებისა გვაქვს კულინარიული სემინარები, სტუმრებს ვაცნობთ აჭარულ კულინარიას და ვასწავლით როგორ მოამზადონ აჭარული საჭმელები. მოყვარეში ძალიან მნიშვნელოვანია ხალხს ვაგრძნობინოთ თავი არა ტურისტებად არამედ ოჯახის სტუმრებათ, ოჯახის ყველა წევრი სტუმრებთან ერთად ძალიან დიდ დროს ვატარებთ, ვეხმარებით გაიგონ ყველა ქართული ტრადიცია, ვუყვებით ჩვენი სოფლის და კუთხის ისტორიებს, აღსანიშნავია რომ ჩვენი სტუმრების უმეტესი ნაწილი განმეორებით გვსტუმრობს, მათ იმდენად უყვარდებათ საქართველო და ქართული ტრადიციები რომ ისინი სწავლობენ ქართულ ენასაც კი, რაც არ თუ ისე მარტივია.