FOOD GOOD
რესტორნები, კაფეები, ბარები, კლუბები
საუკეთესო პროდუქტის შექმნისთვის
ბიზნესის აღწერა
FOOD GOOD -ის გახსნის იდეა პანდემიის დროს დაიბადა მას შემდეგ, რაც სოციალურ ქსელში, ჯანსაღი კვების რაციონის გაზიარებამ ძალიან დიდი გამოხმაურება გამოიწვია, რის შემდეგაც 2021 წლის მეორე ნახევარში ყველანაირი საწყისი კაპიტალის გარეშე გავხსენით კიდეც. კონცეფცია წინასწარ იყო განსაზღვრული, ხოლო იდეას კი დღემდე ვინარჩუნებთ - ცხოვრების წესიდან გამომდინარე ხშირად ვერ ვახერხებთ სულ სახლში კვებას, გარეთ ჯანსაღად კვება კი ძალიან რთულია. ჩვენი პროდუქცია მომხმარებელს სთავაზობს არა მხოლოდ ჯანსაღ გემოებს, არამედ ცხოვრების ჯანსაღ სტილს ნებისმიერ ადგილას. ჩვენი მთავარი მიზანიც სწორედ ეს იყო - შეგვექმნა ობიექტი, სადაც მომხმარებლები დღის განმავლობაში ნებისმიერ ადგილას ჯანსაღად, სწრაფად და გემრიელად კვებას შეძლებდნენ. ძალიან დიდ ყურადღებას ვაქცევთ ასევე შეფუთვას, რომ მომხმარებელმა ჭამა შეძლოს კომფორტულად – ეს არის საკვები, რომელსაც უამრავი განსხვავებული გემოს და ვიტამინების გაერთიანება შეუძლია. FOOD GOOD-ი იყო ერ-ერთი პირველი კომპანია, რომელმაც დაარღვია სტერეოტიპი და მომხმარებელს შესთავაზა ჯანსაღი საკვები, რომელიც ამავდროულად სწრაფი და ძალიან გემრიელია. ასევე შეგვიძლია თამამად ვთქვათ, რომ FOOD GOOD-ი გამორჩეულია - ხარისხით, გემოვნური თვისებებითა და უშუალოდ კონცეფციით - კომპანია დღეს მთლიანად ეკო მეგობრულია. სწორედ კომპანიის მომხმარებელი არის უმთავრესი ფაქტორი FOOD GOOD-ის წარმატების - ისინი ჩვენს კონმპანიას ენდობიან და ყველანაირი მარკეტინგული აქტივობების გარეშე, პირველი ვიზიტის შემდეგ, ხდებიან კომპანიის ყოველდღიური ლოიალური მომხმარებლები (ეს ყველაფერი ნათლად ჩანს ქვემოთ მოცემულ სტატისტიკაში). სტარტაპ კომპანიიდან დღეს უკვე FOOD GOOD ერთ-ერთი ყველაზე სწრაფად მზარდი კომპანიაა, რომელსაც აქვს ბევრი სამომავლო გეგმა. დღის წესრიგში დგას რამდენიმე ფილიალის გახსნა სხვადასხვა ლოკაციაზე, როგორც თბილისის მასშტაბით, ასევე რეგიონალურად. დღეისათვის კომპანიას აქვს ერთი ობიექტი, რომელიც ჭავჭავაძეზე მდებაორებს. გვსურს რომ ამ 2 წლის განმავლობაში ჩვენი კომპანია გავხადოთ ყველასთვის ხელმისაწვდომი და გავაფართოვოთ დაფარვის არეალი. კომპანიის მიზანია მუდმივი სიახლის დანერგვა, გასტრონომიულ ბაზარზე ჯანსაღი კონკურენციის გაწევა სხვა საკვები ობიექტებისთვის და თავის მყარად დამკვირდება, არა მარტო თბილისის, არამედ საქართველოს ბაზარზე.