ამერიკული საერთაშორისო სკოლა პროგრესი
განათლება, მეცნიერება, დასაქმება
გამორჩეული სოციალური პასუხისმგებლობისთვის
ბიზნესის აღწერა
ამერიკული საერთაშორისო სკოლა პროგრესის აქტივობებს სოციალური პასუხისმგებლობის განვითარებისთვის ძირითადად აქვს ოთხი მიმართულება: 1. ეთიკური განათლება -> სკოლა თამაშობს გადამწყ���ეტ როლს ადამიანის ღირებულებებისა და ეთიკის ჩამოყალიბებაში. პროგრესის საგაკვეთილო პროცესი და კლას-გარეშე აქტივობები აქტიურად ასწავლის სტუდენტებს: a. ეთიკური ქცევის მნიშვნელობას; b. პატივისცემას; c. სამართლიანობის ჩამოყალიბებას; პროგრესისთვის ერთ-ერთი განმსაზღვრელი პროექტია ტოლერანტობის კვირეული. კვირეულის ფარგლებში იგეგმება სხვადასხვა აქტივობები, ექსკურსიები, კონფერენციები, სადაც მოსწავლეები სწავლობენ და ერთმანეთს უზიარებენ ტოლერანტობასთან დაკავირებულ იდეებს და მათ მნიშვნელობას. 2. მულტიკულტურული გარემოს ხელშეწყობა -> პროგრესის ინკლუზიური გარემო, ყოველ დღე აღნიშნავს ადამიანების მრავალფეროვნებას. როგორც ამერიკული საერთაშორისო სკოლა, პროგრესი არის ადგილი სადაც თავს იყრის განსხვავებული ეთნიკური, რელიგიისა და ეროვნების ადამიანები. ყოველ მოსწავლეს აქვს სრული საშუალება გამოავლინოს თავისი იდენტობა, ადათ-წესები, კულტურული თავისებურებები და ამასთან ერთად ჰარმონიულად გაიცნოს სხვისიც. 3. მოსწავლეების როგორც ფიზიკური ასევე მენტალური ჯანმრთელობა -> სოციალური პასუხისმგებლობის მნიშნველოვანი ნაწილია სტუდენტების კეთილდღეობაზე ზრუნვა. პროგრესში შემუშავებულია ძლიერი ემოციური ინტელექტის განვითარების კურიკულუმი, რომელიც მოსწავლეებს აძლევს საშუალებას იაზროვნონ კრიტიკულად და იფიქრონ რეფლექსიურად. სტუდენტების ყოველდღიური ცხოვრების დიდი ნაწილი არის ასევე, პროგრესის ფსიქოლოგი, რომელიც აქტიურად მუშაობს როგორც მასწავლებლებთან ასევე მოსწავლეებთან. 4. სამოქალაქო განათლება -> სამოქალაქო პასუხისმგებლობა არის უნარი რომელიც ადრეული ასაკიდან ისწავლება. პროგრესის კლასგარეშე კლუბები დიდ ყურადღებას აქცევს ისეთი პროცესების განხილვას როგორიცაა დემოკრატიული არჩევნები, სამოქალაქო უფლებები და საზოგადოების აქტიური ჩართულობის მნიშვნელობა. პროგრესში არსებობს ასევე თვითმმართველობის ორგანო, რომელსაც დემოკრატიული არჩევნების საფუძველზე მოსწავლეები ირჩევენ. თვითთმართველობის გუნდი უკვე სასწავლო წლის განმავლობაში აქტიურად ლობირებს მოსწავლეების ინტერესებს.