აპარტ დეველოპმენტი

მშენებლობა, რემონტი, უძრავი ქონება

საუკეთესო პროდუქტის შექმნისთვის

nomination badge

ბიზნესის აღწერა

მულტიფუნქციური საცხოვრებელი კომპლექსი Old City Panorama მდებარეობს ძველ თბილისში, რომლიც ლოკაციას უკვე გამოარჩევ მას სხვა დეველოპერული პროექტებისგან. კომპანია აპარტ დეველოპმენტი ერთ-ერთი პირველია, რომელმაც შეძლო ძველ უბნებში წარმატებული ოპერირება. კომპლექსში არსებული კლდის ერთი ფერდი სრულად დაფარულია ,,დაკიდული’’ გამწვანებული ბაღით, რომელიც კიდევ უფრო უნიკალურს ხდის ლოკაციას, ხოლო პანორამული ხედი ძველ თბილისზე გამორჩეულ ხიბლს სძენს მას. კომპლექსს აქვს სასტუმროს ტიპის მომსახურება და ყველა საჭირო დამატებითი გასართობ-გამაჯანსაღებელი სივრცე, რაც საჭიროა მომხმარებლის კომფორტული ცხოვრებისათვის. მომდევნო 2 წლია მანძილზე კომპანიას დაგეგმილი აქვს სხვა, მივიწყებული უბნების რეაბილიტაცია და განახლება ახალი და საინტერესო ვიზუალის პროექტებით