რითეინი

საინფორმაციო ტექნოლოგიები (IT), კავშირგაბმულობა, კომუნიკაციები

საუკეთესო ინოვაციური სტარტაპისთვის

nomination badge

ბიზნესის აღწერა

წარმოიდგინეთ, მიხვედით თქვენს საყვარელ კომპანიაში რაიმე სერვისის ან მომსახურების მისაღებად და გინდათ რომ თქვენი ემოცია/უკუკავშირი/რჩევა დადებითი ან უარყოფითი გაუზიაროთ ამ კომპანიას, ისე რომ ნამდვილად სათაო ოფისში შესაბამის ადამიანებთან მივიდეს, არც კომპანიის განყოფილებებს შორის ჩაიკარგოს და არც კომპანიის იმიჯი დააზიანოთ. ალბათ ბევრ გზას ვერ იპოვით ამ კრიტერიუმებს რომ აკმაყოფილებდეს. ზუსტად ამ პრობლემის გადაჭრას ემსახურება რითეინი - ჩვენ ვართ მომხმარებლის უკუკავშირი ლაივ რეჟიმში - 10 წამში ქვეყნის/მსოფლიოს ნებისმიერი წერტილიდან მომხმარებელს შეუძლია დატოვოს შეფასება, ეს შეფასება ლაივ რეჟიმში მოდის კომპანიის სათაო ოფისში (შეფასება არ არის საჯარო, მხოლოდ კომპანია ხედავს თავის დეშბორდზე). ცოტა უფრო მეტი პროდუქტის შესახებ: ფიზიკურ ლოკაციებზე /ფილიალებში განთავსებულია ჩვენი QR კოდები, მას ხედავს მომხმარებელი, ასკანერებს და გზავნის შეფასებას. ამას ვეძახით მოხმარებლის ინიცირებულ უკუკავშირს. გარდა ამისა, კომპანიას შეუძლია რაიმე სერვისი გაწევის შემდეგ თავად გაუგზავნოს მომხმარებელს ჩვენი შეფასების ლინკი სმს-ით, ან მეილით - ეს არის კომპანიის ინიცირებული უკუკავშირი. ასევე, გვაქვს კითხვარი - 10 სხვადასხვა ტიპის შეფასების ფორმის ვარიაციებით შეიძლება კითხვარის აწყობა. რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი თავს იყრის ერთ სივრცეში - კომპანიები შედეგებს ხედავენ თავიანთ დეშბორდზე, სადაც მხოლოდ მათ აქვთ წვდომა. ალბათ არ არის კომპანია და სფერო, ვისაც მომხმარებლის ხმის გაგონება არ უნდა. ამიტომ გვჯერა, რომ რითეინის პოტენციალი დიდია - ამას რიცხვებიც ადასტურებს: პროდუქტი ჩავუშვით მაისში, მას შემდეგ უკვე ვართ 150-ზე მეტი კომპანიის 1600-ზე მეტ ფილიალში მთელი საქართველოს მასშტაბით. ჩვენი პარტნიორი კომპანიები არია ბიზნესის ყველა სფეროდან - ბანკები, აფთიაქები, საავადმყოფოები, სავარჯიშო დარბაზები, ავტოგასამართი სადგურები, რითეილ კომპანიები, სახელმწიფო ორგანიზაციები და ასე შემდეგ. გვჯერა, რომ არ გაგვაჩნია არანაირი გეოგრაფიული შეზღუდვა, შეგვიძლია მთელ მსოფლიოს მივწვდეთ და ჩვენი პროდუქტით.