რუმმეით ინთერნეიშენალი

რუმმეით ინთერნეიშენალი

მშენებლობა, რემონტი, უძრავი ქონება

საუკეთესო ინოვაციური სტარტაპისთვის

nomination badge

ბიზნესის აღწერა

მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებში, როგორებიც არის თურქეთი, საქართველო, იტალია და სხვა სტუდენტები აპროტესტებენ ბინის ქირის მაღალ ფასებსა და სტუდენტური საცხოვრებლების დეფიციტს. ბინის ქირის ყოველწლიურ ზრდასთან ერთად სტუდენტური საცხოვრებელი კიდევ უფრო დიდი გამოწვევა ხდება. ამ პრობლემის გადასაჭრელად, ერთი წლის წინ, გადავწყვიტეთ შეგვექმნა პლატფორმა, რომელიც სტუდენტებს დაეხმარებოდა ინტერესების მიხედვით ეპოვათ ერთმანეთი, გამხდარიყვნენ ოთახის მეზობლები ბინის ქირის ხარჯის გაყოფის მიზნით. პლატფორმის გაშვებისთანავე 2000 სტუდეტი დარეგისტრირდა, თუმცა მომხმარებელთან კომუნიკაციის შედეგად მივხვდით, რომ რეალურად უფრო დიდი პრობლემა არსებობს, რომელიც ბინის მეპატრონეებთან არის დაკავშირებული. ხელმისაწვდომი ბინების არ არსებობის მიზეზი ასევე აღმოჩნდა ის, რომ ბინის მეპატრონეები არ ენდობიან სტუდენტებს და არ სურთ მათ მიაქირაონ ბინა ორი ძირითადი შიშის გამო: ფიქრობენ, რომ სტუდენტები ბინას დაუზიანებენ და არ მოუფრთხილდებიან ბინის მეპატრონეებს არ სჯერათ, რომ სტუდენტები მათ თანხას დროულად გადაუხდიან ამის შემდეგ ჩვენი მიზანი ასე დავსახეთ - რა ღირებულება უნდა შევუქმნათ ბინის მეპატრონეებს, რომ მათ ბინები სტუდენტებზე თავისუფლად გააქირაონ? სწორედ ამ მიზეზის გამო, პლატფორმაზე დავამატეთ ბინის მეპატრონეებისთვის ახალი ფუნქციონალი, რათა გაგვენეიტრალებინა მათი შიშები და დამატებითი ღირებულება შეგვექმნა ბინის სტუდენტებზე გაქირავების შემთხვევაში: ჩვენი პლატფორმის დახმარებით ბინის მეპატრონეები იღებენ ბინის ფოტოებს ყოველთვე სტუდენტებისგან, რათა დარწმუნდნენ, რომ მათ სახლში ყველაფერი წესრიგშია. თითოეულ ჩვენს გაქირავებულ სახლში, ერთ-ერთი სტუდენტი დანიშნულია, როგორც ლიდერი, რომლიც ზრუნავს სახლის მოვლაზე და ბინის დაზიანების თავიდან არიდებაზე, რის გამოც იღებს სხვადასხვა ფინანსურ ბენეფიტებს. მდმურების შემოწმება ონლაინ გადახდები, თანხის შეგროვება კარგად გაწერილი Terms and Conditions, რათა ბინის მეპატრონე მაქსიმალურად დაცულად გრძნობდეს თავს. დეპოზიტის და დაზღვევის უზრუნველყოფა. ჯამურად Roommate ერთი მხრივ სტუდენტებს აძლევს საშუალებას იპოვონ ოთახის მეზობლები, ხელმოსაწვდომი ბინა და გაიყონ ბინის ქირის ხარჯი. მეორეს მხრივ ბინის მეპატრონეებს ეხმარება გაქირავების შემდგომი პროცესების მართვაში, ბინის დაზიანების თავიდან აცილებასა და კომუნიკაციის ხარჯების შემცირებაში, ამას ემატება ის, რომ ჩვენი დახმარებით ბინის მეპატრონე ბინას აქირავებს 10%-ით მაღალ ფასად, ვიდრე ბაზარზეა შესაძლებელი.