თაფლი ლეჩხუმიდან•Honey from Lechkhumi

თაფლი ლეჩხუმიდან•Honey from Lechkhumi

სოფლის მეურნეობის პროდუქტები

გამორჩეული როლისთვის რეგიონის განვითარებაში

nomination badge

ბიზნესის აღწერა

ჩვენი ბიზნესი მდებარობს ლეჩხუმში, სოფელ დეხვირში. ,,თაფლი ლეჩხუმიდან" დავაარსეთ 2020 წელს, მაშინ როცა და-ძმა უნივერსიტეტის დასრულების შემდეგ დავბრუნდით ჩვენს მაღალმთიან სოფელში. ფუტკრის სიყვარული ბაბუმ ჩაგვინერგა პარატაობიდან, 5-6 წლის ასაკიდან დავყვებოდით საფუტკრეში, გვიყვარდა ფუტკართან მუშაობა,ამიტომ გადავწყვიტეთ ოჯახის ტრადიცია ბიზნესად გვექცია. თავიდან დავიწყეთ 4 ოჯახი ფუტკრით, დღეს 100 ოჯახზე მეტი ფუტკარი გვყავს,ვაწარმოებთ რამდენიმე სახეობის თაფლს,დედა ფუტკრებს,ყვავილის მტვერს,ფუტრკის რძეს. გვაქვს თაფლის გადამამუშავებელი სწარმო, რომელმაც უვადო აღარება მოიპოვა, დავნერგეთ HACCP-ის სტანდარტი, საწარმო აღჭურვილია ახალი დანადგარებით,რომელიც შევიძინეთ GITA-ს გრანტის ფარგლებში. გვაქვს ფუკტკრის სახლი (ფუტკრის ჰერით და ვიბრაციით მკურნალობა), სასაჩუქრე შეფუთვები (ხელით მოქარგული),ვასწავლით ბავშვებს მეფუტკრეობას,ფუტკრის სიყვარულს, ვავითარებთ ფუტკრის ტურიზმს ჩვენს რეგიონში, რომელიც სიახლე არის, საწარმო სრულად მუშაობს მზის ნერეგიით (მწვანე საწარმო). რაიონში არ არის თაფლის გადამამუშავებელი საწარმო,ამტიომ როცა ჩვენი სწარმო გავხსენით გადავწყვიტეთ ადგილობრივი მეფუტკრებისთვის შეგვეთავაზებინა სერვისი ჩვენს საწარმოში მათი თაფლის გადამუშავება-დაფასოება ყველა სტანდარტის დაცვით. ვცდილობთ შევქმნათ ახალი სამუშაო ადგილები მუდმივი/სეზონური, ეს საქმიანობა გავხადოთ საინტერესო, ჩვენი კუთხე გავაცნოთ უფრო მეტ ადამიანს, ახალგაზრდებს მივცეთ სტიმული რომ დაბრუნდნენ მათ კუთხეში ,დაუბრუნდნენ მათ ფესვებს, რადგან აქაც შეიძლება განვითარება, საკუთარი ბიზნესი დაწყება და დიდი წარამტების მოპოვება... ჩვენი მთავარი მიზანია ვასწავლოთ მომავალ თაობას მეფუტკრეობა, ჩვენი პროდუქცია, რომელიც იწარმოება ეკოლოგიურად სუფთა გარემოში გავაცნოთ საქართველოს და მსოფლიოს.