საქართველოს აგრო ჰოლდინგი
სოფლის მეურნეობის პროდუქტები
საუკეთესო ინოვაციური სტარტაპისთვის
ბიზნესის აღწერა
სტარტაპი და გუნდი საქართველოს აგრო ჰოლდინგი ინოვაციური სტარტაპია, რომელიც აგრო სფეროში მომუშავე მეწარმეებს/ფერმერებს ეხმარება მოსავლის მოყვანასა და რელიზებაში, კორპორატიულ ქსელებს, კი აგრო მიმართულებით შესყიდვებსა და ლოჯისტიკაში. ჩვენი სერვისები ფერმერებს და კორპორატიულ ქსელებს შესაძლებლობას აძლევს გამარტივებული, ინოვაციური გზებით მიიღონ სოფლის მეურნეობის დარგში სხვადასხვა სახის მომსახურებები ერთი პანჯრის პრინციპით. ჩვენთვის მთავარია მომხმარებლებს შევთვაზოთ პროდუქციის უმაღლესი ხარისხი,ინოვაციური მომსახურების მაღალი სტანდარტი და სერვისებზე ხელმისაწვდომობა. ვემსახურებით მომხმარებლებს, როგორც საცალო, ასევე კორპორატიული მიმართულებით. ჩვენ ვაერთიანებთ მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებიდან აგრო კომპანიებს, ფერმერებს და აგრო მომწოდებლებს, ვუმარტივებთ ერთმანეთთან დაკავშირების და თანამშრომლობის პროცესს და ვაერთიანებთ ერთიან ონლაინ სივრცეში. ჩვენი გუნდი დაკომპლექტებულია პროფესიონალი კადრებით, რომლებსაც კარგად ესმის აგრო ბაზრის საჭიროებები და პრობლემები და მუშაობის მრავალწლიანი გამოცდილება აქვთ, ასევე გუნდში გვყავს ძალიან გამოცდილი ფინანსური მენეჯერები, დეველოპერები, აგრო გაყიდვების და შესყიდვების მენეჯერები, რომლებიც ქმნიან ჩვენს ინოვაციურ სტარტაპს და დაუღალავად მუშაობენ ჩვენი სტარტაპის განვითარებისთვის. პრობლემა- პრობლემის გადაჭრა აგრონომების სიმცირის გამო ფერმერები ვერ ახერხებენ სწორად მავნებელ-დაავადებების მენეჯმენტს და უხვი მოსავლის მოყვანას,ასევე ძალიან დიდი პრობლემაა მოყვანილი პროდუქციის რელიზება, ფერმერებებს არ აქვთ პირდაპირი კომუნიკაციის შესაძლებლობა დიდ შემსყიდველებთან, რამოდენიმე შუამავალი რგოლისგან გაძვირებული პროდუქციის ფასები კი ქსელებისთვის დიდ პრობლემას წარმოადგენს და გართულებული ლოჯისტიკა. ინოვაციური აგრო პლატფორმა ,,აგრიოლი’’, წყვეტს პრობლემას, ერთ სივრცეში ფერმერებს შესაძლებლობა აქვთ მარტივად მოახდინონ პროდუქტის მოყვანა: მავნებელ-დაავადებების მენეჯმენტი ხელოვნური ინტელექტის გამოყენებთ და პროდუქციის რეალიზება, ხოლო ორგანიზაციებს აძლევს შესაძლებლობას რესურსების დაზოგვის. ჩვენი მიზანია მძიმე შრომის ტექნოლოგიებით ჩანაცვლება, რაც მსოფლიოს სოფლის მეურნეობას მნიშვნელოვნად განავითარებს. პლატფორმა შესაძლებლობას გვაძლევს ინოვაციური გზებით მივიღოთ მომსახურება სოფლის მეურნეობის დარგში, პლატფორმა მოიცავს ერთი ფანჯრის პრინციპით მომსახურებას. ინოვაციურობა ჩვენ ვქმნით ინოვაციურ სერვისებს სოფლის მეურნეობაში, სადაც მთავარ როლს ხელოვნური ინტელექტი თამაშობს და მძიმე შრომას ტექნოლოგიები ანაცვლებს, სტარტაპის მომსახურებების ძირითადი ნაწილი აწყობილია ხელოვნური ინტელექტით.