ბაბალე
წარმოება
გამორჩეული სოციალური პასუხისმგებლობისთვის
ბიზნესის აღწერა
საქართველოში 150 00-ზე მეტი შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ადამიანი ცხოვრობს, მათი ერთ-ერთი უმთავრესი პრობლემა დასაქმებაა. სამთავრობო და არასამთავრობო სექტორის, თუ საერთაშორისო ორგანიზაციების მხრიდან შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვთა და ამოზარდთა ინკლუზიური განათლებისა და მათი საზოგადოებაში ინტეგრაციის მიმართულებით საქართველოში ბოლო წლებში გადადგმული პროგრესული ნაბიჯების და მცდელობების მიუხედავად, კვლავ აწყდებიან დაბრკოლებებს, როგორც ადეკვატური და ხარისხიანი განათლების მისაწვდომობის არსებობის, ასევე საზოგადოების მხრიდან მწვავე სტიგმატიზაციისა და გაუცხოვების გამო. "ბაბალესთვის" ძალიან მნიშვნელოვანია აღიარება, როგორც ბიზნესის, რომელსაც გამორჩეული სოციალური პასუხისმგელობა აქვს. ბაბალე დავაფუძნეთ დაუნის სინდრომის მქონე ახალგაზრდების დასაქმების და დამოუკიდებელი ცხოვრების ხელშეწყობის მიზნით. წლების გამოცდილებამ დაგვანახა, რომ დასაქმებამდე ჩვენ გოგო ბიჭებს ესაჭიროებათ ხანგრძლივი და რუტინული მხარდაჭერა უნარების განვითარებაში, რათა მომავალში შეძლონ სრულფასოვანი დასაქმება. ამ ეტაპზე ბაბალეში სრულფასოვნად დასაქმებულია 4 დაუნის სინდრომის მქონე ახალგაზრდა, ხოლო 16 მოზარდი გადის წინა პროფესიულ მომზადებას.