აი ნოუ
საინფორმაციო ტექნოლოგიები (IT), კავშირგაბმულობა, კომუნიკაციები
გამორჩეული სამომხმარებლო გამოცდილების შექმნისთვის
ბიზნესის აღწერა
ჩვენი კომპანია შეიქმნა 2012 წელს და აწ უკვე 12 წელია განსხვავებას ქმნის აიტი კონსალტინგის ბაზარზე რისი ნათელი მაგალითიც არის ჩავარდნილი პროექტების ნულოვანი ნიშნული, იმის ფონზე რომ ბოლო 5 წელიწადში 1000-მდე პროექტი გვაქვს წარმატებით განხორციელებული და ჩახურული. აინოუ იყო პირველი აიტი კომპანია, რომელიც პროგრამული უზრუნველყოფების კუთხით სთავაზობდა კლიენტებს გრძელვადიან საკონსულტაციო, მხარდაჭერისა და ადმინისტრირების აუთსორსინგის სერვისებს. როგორც პიონერებს, ბევრი სირთულის გადალახვა გვიწევდა და ყოველთვის ვახერხებდით, რომ ეს სირთულეები გამოწვევად გვექცია და წარმატებით გადაგველახა. გამომდინარე იქიდან რომ პროექტები ყოველთვის ინდივიდუალური იყო და საჭიროებდა როგორც ინდივიდუალურ მიდგომებს ისე მაღალ კვალიფიკაციას, მუდმივად აქცენტს ვაკეთებდით კადრების გამოცდილებაზე. წლების განმავლობაში მოვახერხეთ მოგვეზიდა 8+ წლის გამოცდილების კადრები, ასევე მუდმივად ვზრდიდით და ვეხმარებოდით ახალ კადრებს საჭირო გამოცდილებების დაგროვებაში. კომპანიაში დღემდე გვაქვს პრაქტიკა გამოცდილების გაზიარების და ალბათ ესაა მთავარი ფაქტორი პროექტების წარმატებით მართვაში. მიუხედავად იმისა რომ პროექტები მენეჯერებზე არის განაწილებული ყოველკვირეულად გვაქვს საერთო შეხვედრები, სადაც მენეჯერებს შეუძლიათ დასვან პრობლემური საკითხები ან კითხვები, რათა კოლექტიური გამოცდილებით დავსახოთ მათი მოგვარების გზები. სწორედ ესაა მთავარი ინსტრუმენტი რომელიც წლებია გვეხმარება პროექტებში მაღალი ხარისხის მიღწევაში. გარდა ამისა, ჩვენ დავალებებს არ ვიღებთ კლიენტებისგან, ისინი გვისახავენ მიზანს, ხოლო ჩვენ მიზნიდან გამომდინარე ვსწავლობთ ბიზნეს პროცესებს არა მხოლოდ მენეჯმენტის დონეზე, არამედ პროცესში უშუალოდ მონაწილე კადრებისგანაც. ესეც არანაკლებ მნიშვნელოვანი ინსტრუმენტია საბოლოო შედეგის მიღწევაში. რაც შეეხება ტრენინგებს, კომპანია აწ უკვე 10 წელია წელიწადში მინიმუმ 2-ჯერ ანხორციელებს სტაჟირების 3 თვიან პროგრამას, სადაც სრულიად გამოუცდელ კადრებს ვაძლებთ საჭირო ცოდნას და თავადვე ვასაქმებთ, ან ჩვენს კომპანიაში, ან კლიენტ კომპანიებში, მოთხოვნის შესაბამისად. სტაჟირების პროგრამაში ჩავარდნა არ გვქონია, რაც ნიშნავს რომ ამ პერიოდის განმავლობაში ჩვენთვის და ზოგადად ქართული ბაზრისთვის რამდენიმე ათეული სპეციალისტი გვყავს მომზადებული რისიც ნამდვილად გვეამაყება.