Fireflies

Fireflies

მომსახურება

გამორჩეული სოციალური პასუხისმგებლობისთვის

nomination badge

ბიზნესის აღწერა

Fireflies-ისთვის ბიზნესის მხარდაჭერა და მეწარმეობის განვითარება პრიორიტეტული მიმართულებებია. ჩვენი კომპანია რეგიონებში ბიზნეს პლათფორმების შექმნაზე მუშაობს და რეგიონალურ ბიზნესს ფასიანი სერვისების გარდა ინფორმაციის მიღებისა და გაზიარების ალტერნატიულ საშუალებებს სთავაზობს. ის ცოდნა, რომელსაც ბიზნესის წარმომადგენლები ჩვენგან იღებენ, მათ სერვისების დახვეწაში და რეალურ საჭიროებებზე მორგებაში ეხმარება. Fireflies-ის ორგანიზებით 2023 წლის 30 ივნისს გორში, 8 სექტემბერს კი თელავში ჩატარდა ბიზნეს ფორუმი „ბრენდირების სტრატეგიები რეგიონალური განვითარებისთვის“. ფორუმი იყო შესანიშნავი პლატფორმა მცირე, საშუალო და მსხვილი ბიზნესის მფლობელებისთვის ახალი, სასარგებლო ინფორმაციისა და გამოცდილების გასაზიარებლად. ბიზნეს ფორუმის თემად ბრენდირების სტრატეგიები შევარჩიეთ, რადგან სწორედ ბრენდის სტრატეგიაზე მუშაობა არის სტრატეგიული დაგეგმარების პირველი ეტაპი. ადგილობრივმა მეწარმეებმა უნდა შეძლონ და თავიანთი საწარმოების პოტენციალი დაინახონ. ბრენდის სტრატეგიის შექმნისას ბიზნესი იწყებს ისეთ კითხვებზე პასუხის გაცემას, რომელიც მის მომავალ წარმატებას განაპირობებს - ვინ ვარ დღეს, ვინ შემიძლია ვიყო ხვალ და რა ღირებულების შექმნა შემიძლია შევქმნა საზოგადოებისთვის. ფორუმი 3 თემატურ პანელს მოიცავდა– მულტისექტორული თანამშრომლობა რეგიონალური განვითარებისთვის, დაფინანსების მოპოვების შესაძლებლობები და ბიზნესის ისტორიები. სპიკერები დარგის ექსპერტები იყვნენ, რომელთაც ფორუმის დამსწრე აუდიტორიას გაუზიარეს საკუთარი ხედვები და გამოცდილებები, ისაუბრეს რეგიონალური ბიზნესის გამოწვევებსა და შესაძლებლობებზე, ტენდენციებზე, მათ შორის მდგრადი ბიზნეს მოდელის დანერგვის მნიშვნელობაზე. ფორუმში ეკონომიკის, ბიზნესის, ვაჭრობისა და ინვესტიციების სფეროებში მოღვაწე წამყვანი ქართული და საერთაშორისო ორგანიზაციები მონაწილეობდნენ. Fireflies-ის მიერ ჩატარებული ბიზნეს ფორუმი კარგი შესაძლებლობა იყო ადგილობრივი მეწარმეებისთვის, რომ გაცნობოდნენ ისეთ მნიშვნელოვან საკითხებს, როგორიცაა ბიზნეს ასოციაციების, სახელმწიფოსა და საბანკო სექტორის როლი და მათ მიერ შეთავაზებული სერვისების სწორად გამოყენების გზები მათი ბიზნესის განვითარებისთვის.