ქეი ქოლ

ქეი ქოლ

საინფორმაციო ტექნოლოგიები (IT), კავშირგაბმულობა, კომუნიკაციები

გამორჩეული სამომხმარებლო გამოცდილების შექმნისთვის

nomination badge

ბიზნესის აღწერა

ქეი ქოლი (Kcall) გახლავთ პირველი აუთსორსინგული 24/7-ზე კონტაქტ ცენტრი საქართველოში, რომელიც ემსახურება სხვადასხვა წამყვან ბრენდებსა და კომპანიებს. თითოეული კომპანიის მოთხოვნებსა და საჭიროებებს ინდივიდუალური მიდგომით განიხილავს და უწევს სრულყოფილ მომსახურებას ყველა სახის საკომუნიკაციო არხების გამოყენებით. ჩვენი მეშვეობით კომპანიებს უმარტივდებათ თავიანთ მომხმარებლებთან კომუნიკაცია დღის ნებისმიერ მონაკვეთში. ამის საშუალებას გვაძლევს ტექნიკურად სრულად აღჭურვილი ოფისი და 24საათიან რეჟიმში მომუშავე პროფესიონალთა გუნდი. მომსახურების მაღალი სტანდარტები ჩვენი კომპანიის მთავარი რეკვიზიტია: ზუსტად ვიცით, როგორ ვესაუბროთ მომხმარებლებს, რადგან ყველანი მთავარი პრინციპის გარშემო ვართ გაერთიანებულნი: "როდესაც მომხმარებელი მოგმართავს დასახმარებლად, წარმოიდგინე შენი თავი მის ადგილას და მაქსიმალურად ეცადე დაეხმარო''. გვაქვს საკმაოდ ხანგრძლივი გამოცდილება მომსახურების სფეროში და, შესაბამისად, კარგად ვიცით ყველანაირი ტიპის მომხმარებელთან მუშაობა. ემპათიური და კეთილგანწყობილი დამოკიდებულების გარდა, მნიშვნელოვანია ეფექტურობაც - რაც გამოიხატება ტექნიკურ უზრუნველყოფასა და თანამედროვე სისტემაში. ჩვენი კომპანია იყენებს CRM ტექნიკას, მუდმივად აწარმოებს მონიტორინგს ყველა საკომუნიკაციო არხში და ირჩევს მხოლოდ სწრაფ, ეფექტურ და ხარისხიან გზებს. ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი და უნიკალური შესაძლებლობა, რომელსაც ქეი ქოლი სთავაზობთ თავის პარტნიორ კომპანიებს და ზრდის კონკურენტუნარიანობას ბაზარზე, არის საიტზე ჩაშენებული Get Call ფუნქცია. მისი მეშვეობით მომხმარებელს შეუძლია მარტივად დაუკავშირდეს სასურველ კომპანიას, ზედმეტი დროის და ფინანსური დანახარჯების გარეშე. ამისთვის საკმარისია საიტზე შეიყვანოს თავისი მობილურის ნომერი და ჩვენგან ზარი განხორციელდება ზუსტად 30 წამის ფარგლებში. ჩვენი გუნდის თითოეული წევრი პერიოდულად გადის საკვალიფიკაციო ტრენინგებს. პარტნიორი კომპანიების მიერ ჩატარებულ შეხვედრებზე ხდება პროდუქტების და მომსახურების თანმდევი სიტუაციების დეტალურად შესწავლა. ამის გარდა, ტარდება კომპანიის შიდა ტრენინგები სამუშაო პროგრამების უკეთ ასათვისებლად და ასევე მომსახურების ხარისხის გაუმჯობესების მიზნით. ყველა თანამშრომელი ჩართულია სასწავლო პროცესებში და აქვს სრული ხელშეწყობა, რომ მიაღწიოს პროფესიონალურ დონეს. დამატებით მიმდინარეობს სამუშაო პროცესის მონიტორინგი, რომ მომსახურების მაღალი ხარისხი მუდმივად იყოს შენარჩუნებული.