eConsul
ტურიზმი
საუკეთესო ინოვაციური სტარტაპისთვის
ბიზნესის აღწერა
ყველა ადამიანს, რომელიც იქს ქვეყნების წევრია, ისეთ ქვეყანაში სამოგზაუროდ, როგორიც დიდი ბრიტანეთია, ტურისტული ვიზის ასაღებად სჭირდება - გაეცნოს ქვეყნის რეგულაციებს, შეაგროვოს 13 დოკუმენტი, ეწვიოს 8 დაწესებულებას და შეავსოს 90 კითხვანი კითხვარი. ამ ყველაფერს კი საშუალოდ 12 საათი სჭირდება, მაგრამ თან გასათვალისწინებელია ისიც, რომ ერთმა მექანიკურმა შეცდომამაც შეიძლება უარყოფითი გავლენა იქონიოს არა მხოლოდ მოცემულ, არამედ მომავალ მოგზაურობებზეც. იკონსული არის სტარტაპი, რომელმაც ტექნოლოგიების დახმარებით 12 საათიანი პროცესი 2 საათამდე შეამცირა. ჩვენი პორტალის დახმარებით მომხმარებელი ახერხებს ყველა სამოგზაურო რეგულაციის ნახვას და პერსონალური სამოგზაურო ისტორიის ერთ ვირტუალურ სივრცეში თავმოყრას - ამიტომ ყოველი შემდეგი მოგზაურობა უფრო მარტივი ხდება. ამასთანავე, ჩვენი სავიზო კოორდინატორები ონლაინ კონსულტაციისას მომხმარებლებს უხსნიან პროცესს და პასუხობენ მათ ყველა სპეციფიკურ კითხვაზე. ჩვენი ტექნოლოგიური პორტალის დახმარებით ასევე შესაძლებელია, მექანიკური შეცდომების გასწორება ავტომატურად ატვირთული დოკუმენტის დასკანერებულ ვერსიასთან შედარებით. მაგალითად, პასპორტის ნომერი ადამიანებს ხელით გადააქვთ აპლიკაციაში და ამიტომ ხშირია მექანიკური ხარვეზები. ჩვენი პორტალი მსგავსი შეცდომების დაშვებისგან გვაზღვევს. მიუხედავად იმისა, რომ ამ ბიუროკრატიული სირთულის გადაჭრა ტურისტულ სფეროში ყოველთვის მნიშვნელოვანი იყო, კოვიდ პანდემიამ დააჩქარა კონსულის, როგორც ტექ-ტურისტული სტარტაპის შექმნა. პანდემიით გამოწვეული რეგულაციები მოგზაურებს გადაადგილების შესაძლებლობას არ აძლევდა, ყოველდღიურად რეგულაციური ცვლილებები ხდებოდა მსოფლიო მასშტაბით. მაშინ როცა ამერიკის საკონსულო დროებით დაიხურა საქართველოში, იკონსული იყო პირველი ტურიზმის სექტორში, რომელმაც ტექნოლოგიური ბოტის შექმნით ევროპაში არსებულ ამერიკის საკონსულოებში 24/7 რეჟიმში ახერხებდა თავისუფალი ადგილების მონიტორინგს და ქართველ აპლიკანტებს აწვდიდა ინფორმაციას ამის შესახებ, რომ დროულად ჩაწერილიყვნენ სავიზო გასაუბრებაზე. იკონსული მთლიანად დისტანციურად ოპერირებს. სულ წელიწად ნახევრის წინ 3 ადამიანის მიერ დაარსებულ სტარტაპში უკვე 21 ადამიანი მუშაობს. გვყავს ჩვენი კომუნა სოციალურ მედიაში “ვიზა”, სადაც 30 000 ადამიანია გაწევრიანებული და ჯგუფის წევრები მუდმივად უზიარებენ სხვადასხვა ქვეყნის საელჩოში მიღებულ სავიზო რეგულაციებთან დაკავშირებულ გამოცდილებებს ერთმანეთს.