ჰენდიკრაფტი

ჰენდიკრაფტი

გართობა, დასვენება, სპორტი

საუკეთესო პროდუქტის შექმნისთვის

nomination badge

ბიზნესის აღწერა

ჰენდიკრაფტი აწარმოებს საბავშვო განმავითარებელ ტექსტილის სათამაშოებს, რომლის ძირითად მისიას წარმოადგენს დაეხმაროს ადრეულ ასაკის განვითარებაში სკოლამდელი ასაკის ბავშვებს. განმავითარებელი წიგნები დამზადებულია ბამბის ქსოვილისგან და ქარხნული წამოების თექისგან რომელიც უსაფრთხოა ბავშვებისთვის. პროდუქცია დამზადებულია ფსიქოლოგებთან ერთად რაც მას კიდევ უფრო მეტ ღირებულებას სძენს. და რაც მთავარია შეესაბამება ევროპულ სათამშეობის უსაფრთხოების სტანდარტს EN71-ს. ლაბორატორიული დასკვნა გვაძვლევს საშუალებას ვთქვათ რომ ჩვენი ბრენდი ერთ-ერთი პირველია ვინც აღნიშნული სტანდარტი გაიარა და ევროპულ სტანდარტთან ერთად ამერიკული სტანდარტიც დააკმაყოფილა. აღნიშნული სათამშო საშუალებას აძლევს პატარები შევიდნენ ინტერაქციაში მშობლებთან, გაატარონ მათთან ერთად ღირებულად დრო და პარალელულად შეიმეცნონ სამყარო. სენსორული წიგნები ხელს უწყობს სენსომოტორული უნარების ამოქმედებას, ხელის თვალის და ყურის კოორდინირებას .შეხებისას ბავშვებს უვითრდებათ ვიზუალური და სენსორული შეგრძნებები , ნატიფი მოტორული და მანიპულაციური უნარები. პატარებს გამოუმუშავებს ლოგიკას, კრიტიკულ აზროვნებას და წარმოსახვის უნარს. მრავალფეროვანი ფერები , ტაქტილური შეგრძნებები , ხმების და რიტმების იმიტირება განაპირობებს ბავშვის დაინტერესებას, ყურადღების კონცენტრირებას და ზრდის ჩართულობის ხანგრძლივობას. კონკურენტი პროდუქტისგან ქართველ მეწარმეებს შორის განსხვავდებით რადგან ჩვენი ბრენდი იცავს იმ ხარისხის სტანდარტებს რაც აუცილებელია ევროპული და ამერიკული ბაზრისთვის. მომავალი 2 წლის განმავლობაში ვგეგმავთ ექსპორტის განვითარებას ამერიკის ბაზარზე. ამ ეტაპზე ბრენდი წარმოდგენილია ამერიკის ამაზონზე და აქტიურად ვაფართოევთ ჩვენი პროდუქტების ასორტიმენტს. აღნიშნული გაფართოება მოითხოვს დროს და ფინანსებს რაც ეტაპობრივად ხორციელდება რომ ჰენდიკრაფტის განმავითარებელი წიგნები ამერიკელ მოსახლეობასაც მივაწოდოთ. პროდუქტი აქტუალურია რადგან 21-ე საუკუნე განსაკუთრებით გამოირჩევა დროის უკმარისობით და მშობლების და ბავშვების ინტერაქციის ნაკლებობით. ჩვენი პროდუქცი ეხმარება მშობლებს სწორად დაგეგმონ და გაატარონ ის ღირებული დრო რაც ასე მნიშვნელოვანია პატარას განვიათარების ეტაპზე. პარალელურად აღსანიშნავია რომ პროდუქტი იდეალურია განსაკუთრებით მათთვის ვისაც აქვს ADHD. სწორედ ამიტომ ვთანამშრომლობთ ჩვენ რამდენიმე დღის ცენტრთან თბილისში