შინვუდი
მშენებლობა, რემონტი, უძრავი ქონება
გამორჩეული როლისთვის რეგიონის განვითარებაში
ბიზნესის აღწერა
შინვუდი არის თანამედროვე ურბანული სტანდარტებით დაგეგმარებული საცხოვრებელი კომპლექსი რომელიც შენდება დუშეთის მუნიციპალიტეტში, სოფელ ახატანში. შინვუდის ტერიტორია 35 ჰექტარს მოიცავს, რომელშიც გათვალისწინებულია 289 საცხოვრებელი დანიშნულების მიწის ნაკვეთის რეალიზაცია. კომპლექსი ისეა დაგეგმარებული, რომ თითოეული მიწის ნაკვეთი საფეხმავლო ბილიკით უკავშირდება ერთის მხრივ - კომპლექსის გარშემო მდებარე ტყეს, მეორეს მხრივ კი - შიდა ცენტრალურ პარკს, რომელიც 31,000 კვ.მ. ფართობზე განთავსდება. საცხოვრებელი და სარეკრეაციო ნაწილების გარდა შინვუდი მოიცავს დასახლებისათვის საჭირო კომერციულ ობიექტებს, ტექნიკურ სივრცეებს და საპარკინგე ადგილებს მაცხოვრებლების სტუმრებისთვის. თითოეული მიწის ნაკვეთი აღჭურვილია გამრიცხველიანებული კომუნიკაციებით, ღობითა და ჭიშკრით. აღნიშნული ინფრასტრუქტურის მოწყობას სრულად კომპანია უზრუნველყოფს. კომპლექსის ტერიტორიაზე 2.5 ჰექტარ ტერიტორიაზე ასევე დაგეგმილია სასტუმრო კომპლექსის, საცურაო აუზისა და მაღალი დონის კვების ობიექტების განვითარება. პროექტის დასრულება დაგეგმილია 2025 წლის ბოლოს, რის შემდეგაც ადგილზე იფუნქციონირებს მომსახურების კომპანია, რომელიც თავის თავზე აიღებს საერთო სარგებლობის სივრცეების მოვლა-პატრონობას და დაცვას. შინვუდში დადგენილია განაშენიანების წესები, რომელიც მოიცავს შენობების განთავსების ადგილებს, ჯამურ სიმაღლეებს, სართულიანობას, ფასადების მოპირკეთებას და გადახურვას. არქიტექტურული კუთხით მაქსიმალური აქცენტი კეთდება ეკოლოგიურად სუფთა მასალებზე და დაბალი ინტენსივობის განაშენიანებაზე.