სენსორები და ჭკვიანი ტექნოლოგიები

სენსორები და ჭკვიანი ტექნოლოგიები

საინფორმაციო ტექნოლოგიები (IT), კავშირგაბმულობა, კომუნიკაციები

გამორჩეული როლისთვის რეგიონის განვითარებაში

nomination badge

ბიზნესის აღწერა

Sensors & Smart Technologies (SST) წარმოადგენს საკონსულტაციო და თანამედროვე ტექნოლოგიების მიმწოდებელ კომპანიას სოფლის მეურნეობის, ურბანულ და ბუნებრივი კატასტროფების მენეჯმენტის მიმართულებით რომლის მიზანია დარგის მდგრადი განვითარებისთვის და უსაფრთხო გარემოს შექმნისთვის ჭკვიანი ტექნოლოგიების და საერთაშორისო გამოცდილების დანერგვა. კომპანიის მისიაა უზრუნველყოს საქართველოში საერთაშორისო ცოდნის, გამოცდილების და პრაქტიკის იმპორტი, დანერგოს ფერმების მართვის მსოფლიოს საუკეთესო მიდგომა, ხელი შეუწყოს კატასტროფების მენეჯმენტს და იზრუნოს მოქალაქეების ჯანმრთელობაზე/უსაფრთხოებაზე.​ SST პირველი კომპანიაა საქართველოში, რომელიც ქართულ ბაზარს თითქმის ყველა მიმართულებით სთავაზობს ჭკვიან ტექნოლოგიებს, ცოდნას და აქტიურად ნერგავს მსოფლიო ქვეყნების გამოცდილებას და საერთაშორისო პრაქტიკას. კომპანიის საქმიანობის არე მოიცავს მთელს საქართველოს და უკვე მრავალი წარმატებული პროექტი აქვს განხორციელებული სხვადასხვა მიმართულებით.