UNIKO

UNIKO

განათლება, მეცნიერება, დასაქმება

საუკეთესო პროდუქტის შექმნისთვის

nomination badge

ბიზნესის აღწერა

უნივერსალური ცოდნის აკადემია UNIKO- 24-ე წელი არსებობს საგანმანათლებლო სფეროში, მთელი საქართველოს მასშტაბით: თბილისი , ბათუმი, ქუთაისი, რუსთავი ,თელავი და მარტვილი. მსმენელები სწავლობენ და ეუფლებიან ისეთ პროფესიებს როგორიცაა: ბუღალტერია, ფარმაცია, კომპიუტერული პროგრამირება, აიტი ინჟინერია, კიბერ უსაფრთხოება; საბანკო საქმე, ვებ-პროგრამირება, ვიზაჟი, ხელოვნება, ჭრა-კერვა, მოდელირება, დიზაინი, პროფესიონალური კურსები უცხო ენებში , ჯანდაცვის მენეჯმენტი, ტურიზმის მენეჯმენტი, პირველადი გადაუდებელი სამედიცინო დახმარება მედდა, კულინარია და კონდიტერია, პიარ მენეჯმენტი და მართვის ფსიქოლოგია, მეღვინეობა, ასევე ვასწავლით მსოფლიოში სასურველ ყველა წამყვან და მოთხოვნად პროფესიას. სასურველი კურსის უკეთ ათვისების მიზნით უტარდებათ ტრენინგები, ლექციები და მასტერკლასები. გაიცემა ორენოვანი, ქართულ-ინგლისური საერთაშორისო სერთიფიკატი. მოსამზადებლად უნივერსალური ცოდნის აკადემია UNIKO იყენებს ინოვაციურ და თანამედროვე მეთოდებს, რაც გულისხმობს ეფექტურ თეორიულ სასწავლო პროგრამას და პრაქტიკულ სტაჟირებას საქართველოს წამყვან კომპანიებში. გარდა საერთაშორისოდ აღიარებული სერთიფიკატებისა, სასწავლო ცენტრი ზრუნავს კურსდამთავრებულების სამომავლო კარიერაზე, დასაქმებაზე და გამოცდილების მიღებაზე. მსმენელები მონაწილეობას იღებენ ERASMUS-ის გაცვლით პროგრამებში. ხელოვნებისა და დიზაინის აკადემია UNIKO-ში ერთ-ერთი წამყვანი მიმართულებაა, სანახაობათა მხატვრული გაფორმების, ქართულ-იტალიური ხელოვნება.ექსკლუზიური საავტორო პროგრამების მნიშვნელოვანი მხარეებია: ▪️უნარების ჩამოყალიბება და ინდივიდის განვითარება ▪️დამოუკიდებლად მოქმედება იდეიდან სრულყოფამდე ▪️კონკურენტუნარიანობა 21 საუკუნის შემოქმედებით გზაზე ▪️შეძენილი ცოდნით და შექმნილი ნამუშევრებით,შემოქმედებითი ბიზნესის ჩამოყალიბება და პირადი ბრენდის მართვა ეწყობა გამოფენები ,როგორც საქართველოში ასევე ევროპის წამყვან ქვეყნებში, რაც დიდ და სერიოზულ გამოწვევებს სთავაზობს ჩვენთან მოსულ თითოეულ მსმენელს. აკადემიის მუდმივ წარმატებას ხელს უწყობს უმაღლესი კვალიფიკაციის მქონე სპეციალისტები, მეცნიერებათა დოქტორები და პროფესორები. აკადემია UNIKO-ს სამომავლო ძირითადი ამოცანა და შემდგომი წლების დასახული მიზნებია თითოეული მიმართულებით ჩვენთან მოსულ მსმენელს მივცეთ მაქსიმალური პრაქტიკაზე ორიენტირებული ცოდნა, რათა შეძლონ ჩვენივე ხელშეწყობით მარტივად დასაქმება და თავისი თავის რეალიზება, ჩვენი ძირითადი და უმთავრესი ამოცანაა რასაც ვერ იღებენ მრავალწლიანი თეორიული განათლების შედეგად, აკადემია UNIKO -ში მიიღონ პრაქტიკაზე ორიენტირებული ცოდნა. წარმატებისკენ უმოკლესი გზა გადის UNIKO-ზე!