AUKI Interiors

AUKI Interiors

მშენებლობა, რემონტი, უძრავი ქონება

გამორჩეული სამომხმარებლო გამოცდილების შექმნისთვის

nomination badge

ბიზნესის აღწერა

აუკი სივრცითი მოწყობის სერვის კომპანიაა. ადამიანებს ვთავაზობთ სრულ სპექტრს დიზაინ კონცეფციიდან გასაღებით ჩაბარებამდე. უკვე 5 წელია ერთ-ერთ ყველაზე უსიამოვნო პროცესს გარდავქმნით იმგვარად რომ ჩვენმა მომხმარებელმა, მათ შესაძლებლობებთან მიმართებაში, საუკეთესო სახლში იცხოვრონ და თან ეს პერიოდი პოზიტიურ გამოცდილებად დაამახსოვრდეთ. მომხმარებლები ჩვენს სფეროში წინასწარ განწყობილი არიან რომ თავი იგრძნონ მოტყუებულად, უყურადღებოდ და საბოლოო პროდუქტით უკმაყოფილოდ. ამ პარადიგმის გადასატეხად ამ ბუნდოვან ინდუსტრიაში სრული გამჭვირვალობის შემოტანა დავისახეთ მიზნად და იმ სივრცეში სადაც ადამიანები ურთულეს კომუნიკაციის გამოცდილებას ელოდებიან, ინტეგრირება გავუკეთეთ მსოფლიოს საუკეთესო ციფრული პროექტ მენეჯმენტ ინსტრუმენტებს. ამ თულების გამოყენება საშუალებას გვაძლევს მომხმარებელს ცოცხალ რეჟიმში მივაწოდოთ განახლებადი ინფორმაცია მიმდინარე პროგრესის შესახებ, ცვლილების საჭიროების შემთხვევაში ციფრულადვე შევთავაზოთ ალტერნატიული ვერსიები და დაკორექტირებული რენდერებით შევათანხმოთ გადაწყვეტები. ციფრულ სივრცეში არჩევანის გართულების შემთხვევაში მომხმარებელთან სასურველ ადგილზე მიგვაქვს მასალა/პროდუქტის ვარიაციები რათა ხელით შეხების კომფორტიც არ მოვაკლოთ მათ. სერვისი ჩვენი ფილოსოფიიდან გამომდინარე ყოველდღიურად ვითარდება და იხვეწება იმისათვის რომ ადამიანმა სრულიად დისტანციურად შეძლოს რენოვაციის გაკეთება, რაც უკვე რამოდენიმეჯერ გავაკეთეთ უცხოელი კლიენტებისთვის და გამოცდილებით მათი აღფრთოვანება დავიმსახურეთ.