აქსელი - AXEL

მომსახურება

საუკეთესო პროდუქტის შექმნისთვის

nomination badge

ბიზნესის აღწერა

აქსელი წარმოადგენს საქართველოს ანგელოზი ინვესტორების ქსელს, რომელიც 2021 წელს შეიქმნა ადრეულ ეტაპზე მყოფ ტექნოლოგიურ სტარტაპებში ინვესტიციების განხორციელების მიზნით. ორგანიზაცია 90-ზე მეტ ანგელოზ ინვესტორს აერთიანებს და გვჯერა, რომ მათი დამსახურებით, აქსელი ინტელექტისა და ოპტიმიზმის კონცენტრაციის მთავარ ადგილად ყალიბდება საქართველოში. აქსელის ფასილიტაციით შედგა 20 გარიგება, დაფინანსდა 15 სტარტაპი და 5 სტარტაპში განხორციელდა Follow-on ინვესტიცია. ჯამში წევრების მიერ დაინვესტირებულია 2,000,000 ლარზე მეტი. აქსელის გუნდი, წევრი ინვესტორები და პორტფოლიო სტარტაპები ერთად ქმნიან საქართველოში ერთადერთ პლატფორმას, სადაც ინვესტორებსა და სტარტაპებს არაფორმალურ გარემოში კომუნიკაცია და სამომავლო ინვესტიციებზე საუბარი გახსნილად შეუძლიათ. აქსელის მიზანი სტარტაპ ეკოსისტემის განვითარების ხელშეწყობა და ამ პროცესში შესაბამისი როლის თამაშია. ინვესტიციის მოპოვების შესაძლებლობა და აქსელში არსებული რესურსი, პირველ რიგში, ახალი სტარტაპების ფორმირებას უწყობს ხელს და მოტივაციას აძლევს ახალგაზრდა ანტერპრენერებს, გააგრძელონ ტექნოლოგიების შექმნა და განვითარება და არ მიატოვონ მათი საქმიანობა. აქსელის მომდევნო ორი წლის გეგმა რამდენიმე მილიონის ოდენობის ინვესტიციის განხორციელება და 300 წევრამდე გაზრდაა, რაც თავის მხრივ გულისხმობს 300 ადამიანის სტარტაპებში ინვესტირებით დაინტერესებას, ეკოსისტემის გაძლიერებას და გაზრდას. გვჯერა, რომ სწრაფად ცვალებად გარემოში, განსაკუთრებით კი ტექნოლოგიებში დრო ყველაზე მნიშვნელოვან როლს თამაშობს. გვესმის, რომ სტარტაპისთვის ფინანსებზე ხელმისაწვდომობა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, სწორედ ამიტომ, გარიგებები აქსელის გავლით იხურება 3 კვირაში. იგულისხმება, რომ სტარტაპის პრეზენტაციიდან თანხის ჩარიცხვამდე პროცესი სულ რაღაც 3 კვირა გრძელდება. მაშინ, როცა ჩვენს პარტნიორ ევროპულ ბიზნეს ანგელოზთა ქსელებში 3-6 თვეს მოიცავს აღნიშნული პროცესი. დროის ამ ნიშნულზე ჩამოყვანა აქსელის გუნდმა შეძლო პროცესების თანმიმდევრობის შეცვლით, რის შედეგადაც, ნებისმიერი სტარტაპი, რომელიც ანგელოზ ინვესტორებთან წარსდგება, უკვე მომზადებულია ინვესტიციისთვის, ჩატარებულია წინასწარი შეფასება და მზად არის საინვესტიციო კომპანია. სწორედ ამიტომ, მარტივად ვუმკლავდებით ევროპულ ბიზნეს ანგელოზთა ქსელებთან კონკურენციას (რასაც გუნდში პარტნიორობის შესაძლებლობას ვეძახით). თითოეული ქსელი, საბოლოო ჯამში აქსელის პარტნიორია, რადგან ნებისმიერი მსგავსი კომპანიის შექმნა/არსებობა ჩვენთვის ნიშნავს ახალ შესაძლებლობას, ახალი სტარტაპების წარმოქმნას, სტარტაპებში დაინვესტირებულ მეტ თანხას და ტექნოლოგიებით დაინტერესებულ მეტ ადამიანს.