არქე
მომსახურება
გამორჩეული სოციალური პასუხისმგებლობისთვის
ბიზნესის აღწერა
🟠 ,,არქე", წარმოადგენს განვითარებისა და ტრენინგების სივრცეს, რომლის სახელიც უკავშირდება პირველსაწყისს და სამყაროს სუბსტრატს. ,,არქე”-ს აქვს ექსკლუზიური და გამორჩეული ტრენინგ-მოდულები, რომლებიც ეხმარება, როგორც ცალკეულ ადამიანებს, ასევე ქართულ კომპანიებს აპოვნინოს მოვლენათა საზრისი, საწყისი არქეტიპი და ზუსტ საჭიროებათა ანალიზზე დაყრდნობით, მისცეს პიროვნული თუ ორგანიზაციული განვითარების პერსონალური გზამკვლევი. ,,არქეს” კონცეფცია ეფუძნება ძველი და ახალი ცოდნების სინთეზსს. ჩვენი ღირებულებებია: გაცნობიერება მიმღებლობა პიროვნული განვითარება Სხვადასხვა საავტორო ტრენინგ-მოდულებს შორის, გამოვარჩევთ Ჩვენს ერთ-ერთ საავტორო სატრენინგო პროგრამას - ,,გაყიდვების პერსონალურ რუკას”, რომელიც მოიცავს 5 ძირითად მოდულს და დაფუძნებულია: მითის ფილოსოფიის, ნეიროფსიქოლოგიისა და გაყიდვების თანამედროვე მეთოდებზე. თითოეული მოდული კი მორგებულია უშუალოდ მონაწილეებისა და ორგანიზაციების ინდივიდუალურ საჭიროებებზე: I მოდული: პერსონალური ბრენდინგი და პროფესიული იმიჯის ფორმირება II მოდული: პროდუქტისა და მომსახურების “სარგებლის რუკის” შედგენა III მოდული: მომხმარებლის ფსიქოტიპებისა და ცხოვრების სტილის რუკა” IV მოდული: Neuro_გაყიდვები და მოლაპარაკების ხელოვნება V მოდული: “ოცნებიდან - მიზნამდე” Ხუთივე მოდულის დასრულების შემდეგ, კომპანიებსა და მონაწილეებს გადაეცემათ თავისივე შექმნილი “პერსონალური რუკები” გზამკვლევად, რათა დღევანდელ “სტაბილურად უცვლელ ცვლილებებში” თავად გამოიმუშაონ გარემოსთან ადაპტაციის საჭირო ინსტრუმენტები. გარდა ამისა, პანდემიიდან მოყოლებული, ჩვენ შევქმენით ჯგუფი “Business Community”, სადაც წევრებისთვის ინტენსიურად ტარდება ტრენინგები და ვორქშოფები მოწვეულ სპიკერებთან და ,,არქეს” პარტნიორ ორგანიზაციებთან ერთად. ჯგუფის წევრებს კი საშუალება აქვთ უფასო კონსულტაციებით და სესიებით სარგებლობით, რაც წარმოადგენს მათ საჩუქარს პიროვნული თუ ორგანიზაციული განვითარების კუთხით. ასევე, უნივერსიტეტებში გვაქვს სტუდენტებთან ღია შეხვედრები კარიერის დაგეგმავასა და ემოციების მართვის საკითხებში, რაც ძალიან აქტუალურია თანამედროვე ახალგაზრდებში, რადგან მათ ეხმარებათ სამომავლოდ ნებისმიერ სფეროში წარმატების მიღწევაში.