KLIPY

KLIPY

საინფორმაციო ტექნოლოგიები (IT), კავშირგაბმულობა, კომუნიკაციები

საუკეთესო ინოვაციური სტარტაპისთვის

nomination badge

ბიზნესის აღწერა

KLIPY (formerly kikliko) არის ხმოვანი გიფების, გიფების, სტიკერებისა და სხვა პროდუქტების მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე დიდი პლატფორმა, რომელიც უდიდეს Messenger-ებს, Social Network-ებსა და Media პლატფორმებს ეხმარება მონეტიზაციაში. ეს კი ხდება ზემოხსენებულ ფუნქციებში პროგრამატიკული რეკლამების გაშვებით სხვადასხვა ad network-ებიდან. KLIPY უკვე ინტეგრირებულია ისეთ სოციალურ ქსელებთან და მესენჯერებთან, რომლებსაც ასობით მილიონი აქტიური მომხმარებელი ჰყავს და სულ მალე ჩვენს ფუნქციონალს ვიხილავთ Viber-სა და სხვა დიდ სამესიჯო აპლიკაციებში. დღეს ჩვენი აქტიური მომხმარებლების რაოდენობა 300,000 აჭარბებს, რაც ძალიან მალე 3 მილიონს მიუახლოვდება, ხოლო ჩვენს pipeline-ში არსებული ინტეგრაციების გაშვებით ვვარაუდობთ რომ 20 მილიონამდე გაიზრდება მომავალი წლის ბოლომდე. გასულ თვეში KLIPY-ში მოვიზიდეთ $1.2mln ზომის seed round (ჯამში $2m commitment-ებიდან), რომელშიც მონაწილეობა მიიღეს ისეთმა ინვესტორებმა, როგორიცაა Sturgeon Capital (lead), Zaza Pachulia, Isaac Applbaum, Tim Wagner და სხვა მრავალი, ხოლო გასულ წელს ჩვენი პირველი pre-seed $100k ინვესტიცია Presto Ventures-მა ჩადო. მსოფლიოს ბაზარზე უდიდეს პრობლემას წარმოადგენს ზემოხსენებული ტიპის პლატფორმების მონეტიზაცია, ხოლო ჩვენი ფუნქციონალი ყველაზე გამოყენებადია ამ აპლიკაციებში, რაც იდეალურ საშუალებას იძლევა დავაგენერიროთ მილიარდობით impression დღეში. პროდუქტი ფუნდამენტალურად განსხვავდება ჩვენი კონკურენტებისაგან, ტექნოლოგია აბსოლიტურად მორგებულია programatic ads-ზე InMobi, Mobfox, Smaato და სხვა პლატფორმებიდან და AdTech API-ზე, რომელიც ინტეგრდება სხვადასხვა პლატფორმების ads manager-ებში. ჩვენი კონკურენტების პლატფორმები კი თავად არიან ads პლატფორმები, საიდანაც თეორიულად შესაძლოა რეკლამების გაშვება, რაც დღეს არ ხდება მონოპოლიის საფრთხის გამო. ეს კი გამოწვეულია იმისგან, რომ Tenor-ს ფლობს Google, ხოლო GIPHY-ს ფლობდა META, რომელიც დაჯარიმდა $100მლნ-ით სწორედ მონოპოლიის საფრთხის გამო და მოუწია გიფის გაყიდვა, რადგან მისი მეშვეობით შემოსავლის დაწერა გადაწყვიტეს. ჩვენი გუნდი შედგება უდიდესი გამოცდილების მქონე ადამიანებისგან, რომლებსაც აქვთ მუშაობის გამოცდილება ისეთ კომპანიებში, როგორიცაა Google, AWS, META, ADM, Toptal, Edison და ა.შ. ჩვენი გუნდის დამფუძნებლები არიან გივი ბერიძე - 3rd time founder, forbes 30u30, mentor at Techstars, Founder institute, San diego state university და ვასო ჩადუნელი - 2nd time founder, highly skilled CTO with 10+ years of experience leading tech teams.