დრაკარი

დრაკარი

კულტურა, ხელოვნება, შოუბიზნესი

საუკეთესო პროდუქტის შექმნისთვის

nomination badge

ბიზნესის აღწერა

ჩვენ გვაქვს მინიატურების სახელოსნო "დრაკარი" და ვამზადებთ დიორამებს, რეალური ან წარმოსახვითი ადგილების მინიატურულ მოდელებს. დიორამების შექმნით ჩვენ ვაცოცხლებთ ადამიანების პერსონალურ მოგონებებს ან ბრენდების ისტორიას, რაც პროდუქტს განსაკუთრებულ ემოციურობას და სენსიტიურობას სძენს. დიორამა არის ძალიან კარგი საშუალება, რომ მოყვე ამბავი განსაკუთრებულად. ამიტომ ვფიქრობთ, რომ მისი გამოყენება სარეკლამო ინდუსტრიაში განსაკუთრებით საინტერესოა. იმისთვის, რომ ამ ინდუსტრიაში დიორამამ დამსახურებული აღიარება მოიპოვოს, ჩვენ ვგეგმავთ სტუდიის შექმნას, სადაც ჩვენს მიერ შექმნილი დიორამების ფოტო-ვიდეო პროდაქშენს გავაკეთებთ და ბრენდები ფოტოების ან ვიდეობის სახით მიიღებენ განსხვავებულ და კრეატიული კონტენტს, რომელსაც აქტიურად გამოიყენებენ სარეკლამო კამპანიებში. ასევე დიორამები ტრადიციულად აქტიურად გამოიყენება მუზეუმების მიმართულებით. ჩვენ ვგეგმავთ ამ მხირვ აქტიურ თანამშრომლობას მუზეუმებთან. ახლა მოლაპარაკებები გვაქვს ხელოვნების სასახლესთან. სამომავლოდ კი ვგეგმავთ მინიატურების მუზეუმის შექმნას. გარდა დიორამების შექმნის მიმართულებით მუშაობისა, ჩვენ ვაწარმოებთ პროდუქციის ახალ ხაზს ფუნქციურ-დეკორატიული სუვენირების მიმართულებით, სადაც სხვადასხვა დანიშნულების და პოპულარული თემატიკის სუვენირებია წარმოდგენილი. ასევე გვაქვს დრაკარის აკადემია, სადაც ბავშვებისთვის და მოზარდებისთვის სახელოვნებო მიმართულებით სწავლაა შესაძლებელი. დრაკარის აკადემიის ბაზაზე ვგეგმავთ დიორამების შექმნის პროფესიულ კურსზე მიღების გამოცხადებას, აქ გადამზადებული ადამიანები კი ჩვენს პროექტებზე მუშაობასაც შეძლებენ.