animatory

animatory

განათლება, მეცნიერება, დასაქმება

საუკეთესო პროდუქტის შექმნისთვის

nomination badge

ბიზნესის აღწერა

ანიმატორი 2D ხელით ნახატი ანიმაციის სტუდიაა. უკვე 5 წელია რაც ვარსებობთ. ჩვენი ძირითადი საქმიანობის გარდა, გვაქვს საქგანმანათლებლო პროექტები, სადაც კურსდამთავრებულებს ვუტარებთ ანიმაციის ტრენინგებს, თუმცა წელს წელს საპილოტედ დავნერგეთ პროფესიული განათლების 3თვიანი კურსი, რომელიც მოიცავდა ანიმაციის საფუძვლების და ყველა იმ კომპონენტის ნაწილობრივ შესწავლას, რაც უკვე პროფესიული საქმიანობისთვისაა აუცილებელი. წელს აქტიურ წარმოებაში ვართ და ვქნმით ქართული ანიმაციური სერიალს "სხვა ლეველის ოდისეა". მომავალ წელს ვგეგმავთ სრულმეტრაჟიანი ქართული ანიმაციური ფილმის "იგი" (რეჟ.ნათია ნიკოლაშვილი პროდ. 20 Steps Productions) წარმოების დაწყებას. ასევე "სხვა ლეველის ოდისეა"-ს მე-2 სეზონის წარმოებას. ყველაზე მნიშვნელოვანი ამბავი სავარაუდოდ გახდება ის რომ მეგობარ დიზაინ და 3დ ანიმაციეის სტუდიებთან ალიანსით ერთად დავაარსეთ საგანმანათლებლო პლატფორმა, სადაც ორივე ონლაინ და ოფლაინ რეჟიმში შეძლებენ მსურველები ანიმაციის კურსების მიღებას, მაღალხარისხიანი ვებპლატფორმის მეშვეობით ექნებათ საშუალება ნიუანსურად გაარჩიონ თავიანთი დავალების ნამუშევრები პროფესიონალ ლექტორებთან ერთად.