შპს შუმბა ქიდს

შპს შუმბა ქიდს

გართობა, დასვენება, სპორტი

საუკეთესო პროდუქტის შექმნისთვის

nomination badge

ბიზნესის აღწერა

ჩვენ ვართ ინოვაციური სტარტ აპი,სივრცე რომელიც სრულიად აღჭურვილია ხის გასართობი ატრაქციონებით და სათამაშოებით. ორივე ლოკაციაზე სივრცე დაყოფილია ორ ნაწილად: პირველი სპორტული აქტივობები ( ბატუტები, ზიპლაინი,სასრიალო , ქვიშის მოედანი და საქანელები. მეორე ნაწილი ეთმობა ბავშვის გონებრივ და სენსორულ განვითარებას, კონკრეტულ ნაწილზე განთავსებულია მინი ხის კონსტრუქციები (მარკეტი,რესტორანი და სამედიცინო პუნქტი) სადაც განთავსებულია ხის ეკოლოგიურად სუფთა სათამაშოები (ჭურჭელი ტექნიკა და სამედიცინო ნივთები) რაც ბავშვს საშუალებას აძლევს სწორად განვითარდეს და რაც ყველაზე მთავარია,მშობელთან ერთად გაატაროს ის ძვირფასი დრო რომელიც ყველასთვის ძალიან მნიშვნელოვანია. ჩვენი სტარტაპი მომხმარებელს უჭრის პირველ რიგში იმ პრობლემას,რომელიც ბავშვის სათამაშოებს შეეხება.ყველასთვის ცნობილია დღეს რამდენად მნიშვნელოვანია ბავშვმა ითამაშოს ეკოლოგიურად სუფთა სათამაშოთი რომელიც ვიცით,რომ არც თუ ისე ხელმისაწვდომია ყველა სოციალური ფენისთვის.მეორე რიგში აუცილებელია ბავშვმა იმოძრაოს და დაკავდეს იმ სპორტული და გონებრივი აქტივობით რაც აუცილებელია მოზარდისთვის. ასევე ჩვენი ბიზნესი აგვარებს ყველაზე დიდ პრობლემას. მნიშვნელობას ბავშვისა და მშობლის ჯანსაღი ურთიერთობის,დახმარების და ერთად თამაშის რაც სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია და რეკომენდირებულია ფსიქოლოგების მიერ რომელიც ბოლო ათწლეულის განმავლობაში მკაცრად უსვამს ხაზს მშობლებთან მიმართებაში.ჩვენი ბავშვების ჯანსაღად აღზრდაში დიდი წვლილი მიგვიძღვის ჩვენნაირ სოციალურ სივრცეებს რაც რაღათქმაუნდა კარგად გვაქვს გააზრებული. ჩვენი სტარტაპი სრულიად განსხვავებულია ამ ბიზნესში მოთამაშე სხვა ობიექტებისგან რომელში დროის გატარებაც ფასიანია. ჩვენთან დროის გატარება არამხოლოდ სპორტული და გონებრივი აქტივობის გაუმჯობესებას ნიშნავს ,არამედ, მშობელთან ერთად გასატარებელ უძვირფასეს დროს რასაც საბედნიეროდ ყველა ჩვენი მომხმარებელი აღნიშნავს. ჩვენ ვიმედოვნებთ რომ ეს ბიზნესი,როგორც კულტურა განვითარდება და ჩამოყალიბდება როგორც ტრადიცია,ყველა მცირეწლოვან ოჯახში,რომ ბავშვთან დრო გაატარონ ჯანსაღად და ყველა დღე იყოს ბავშვისთვის დღესასწაული.