აპოსტროფი
განათლება, მეცნიერება, დასაქმება
საუკეთესო პროდუქტის შექმნისთვის
ბიზნესის აღწერა
აპოსტროფი არის ერთადერთი ენების ცენტრი საქართველოში, რომელიც 2 წლის ასაკიდან ბავშვებს შესაძლებლობას აძლევს, სრულიად ახალი, უნიკალური მეთოდებით და დაუვიწყარი თავგადასავლებით აღმოაჩინონ ფრანგული ენა. უცხო ენის ანიმაციებით სწავლა უწყვეტი და ძალიან სახალისო პროცესია. ანიმაციის თითოეული ეპიზოდი დატვირთულია პედაგოგიური მიზნებით. პატარები ვერც კი ხვდებიან, ისე სწავლობენ ახალ სიტყვებს, გამოთქმებს და სიმღერებს. თითოეულ ეპიზოდს ახლავს მასწავლებლის მიერ მომზადებული იმავე თემაზე აგებული სახალისო აქტივობები, რაც ხელს უწყობს ახალი ლექსიკური მასალის განმტკიცებას. ბავშვები გაკვეთილიდან გაკვეთილამდე მოუთმენლად ელიან ახალი ეპიზოდების აღმოჩენას და სიხარულით იყენებენ მიღებულ ცოდნას. 2023 წლის სექტემბერში დაწყებული პროექტი უკვე დიდი მოწონებით სარგებლობს ბავშვებში, რაც კიდევ ერთხელ გვარწმუნებს ამ ინოვაციური მეთოდის სისწორეში.