სიბიეს ჯგუფი

სიბიეს ჯგუფი

მომსახურება

გამორჩეული როლისთვის რეგიონის განვითარებაში

nomination badge

ბიზნესის აღწერა

„სიბიეს ჯგუფში“ შემომავალ კომპანიებში დასაქმებულთა რაოდენობა 7000 ადამიანს აჭარბებს. ჯგუფის მართვაში შემომავალი კომპანიების ერთობლიობა და მართვის სისტემა აჩენს ახალ შესაძლებლობებს, ქმნის ჯანსაღი კონკურენციის პირობებს და აქვს დადებითი გავლენა ადგილობრივ ბიზნეს გარემოზე ენერგეტიკა, უძრავი ქონება, HoReCa, ახალი ტექნოლოგიები, ტელეკომუნიკაციები, ტრანსპორტი , აგრობიზნესი და ღვინისა და სპირტიანი სასმელების წარმოება და სხვ. სიბიეს ჯგუფის პორტფელი ასახავს, ჯგუფის დინამიურ და წინდახედულ მიდგომას ბიზნესის მიმართ. კომპანიის ურყევმა სწრაფვამ ინოვაციებისადმი, მისმა უნარმა ადაპტირდეს მუდმივად ცვალებად ეკონომიკურ გარემოში - განაპირობა ის, რომ დღეს „სიბიეს ჯგუფი“ საქართველოს საქმიან წრეში გახდა ლიდერი, არა მხოლოდ ძლიერი ფინანსური თვალსაზრისით, არამედ მაღალი დონის სოციალური პასუხისმგებლობისა და რეგიონში შეტანილი მსხვილი ეკონომიკური წვლილისთვის.