Nini Tokhishvili Photography

Nini Tokhishvili Photography

მომსახურება

გამორჩეული სამომხმარებლო გამოცდილების შექმნისთვის

nomination badge

ბიზნესის აღწერა

მე, როგორც ი/მ ნინო ტოხიშვილი უკვე 6 წელია ვეწევი ფოტოგრაფიული მომსახურების სერვისს, რომელიც თავის თავში აერთიანებს ძირითადი ხუთი ტიპის მომსახურებას: საქორწილო, ნათლობის, საოჯახო, საორსულე და ინდივიდუალური. გამომდინარე იქიდან, რომ ჩემი აუდიტორიის (პოტენციური დამკვეთების) თითქმის მთლიანი ნაწილი ქალბატონები არიან და აქედან უმეტესობა უკვე - დედა და მათი დრო კიდევ უფრო შეზღულია, ვცდილობ შევთავაზო მაქიმალურად სწრაფი და მათზე მორგებული მომსახურება, მომსახურების ნაწილში არასდროს ვიყენებ მზა ტექსტურ შაბლონებს თითოეულ მომხმარებელს ინდივიდუალურად ვესაუბრები და ვუწევ კონსულტაციას, თუნდაც სტანდარტულად არასამუშაო საათები იყოს. რადგან ფოტომომსახურება სპეციფიურია და ტექნიკურ დეტალებსაც მოიცავს - მაქსიმალურად მარტივ, მათვის ადვილად აღსაქმელად ვუხსნი გადაღების პროცესთან დაკავშირებული დეტალებს (გადაღების სასურველი დრო, ლოკაცია, სამოსი და სხვ.). ასევე მინიმალური მოთხოვნებით მოხდეს სასურველი დროის დაჯავშნა (წინასწარი ბეს გადახდის ან რაიმე აპლიკაციის შევსების გარეშე).