JM Company

JM Company

ტრანსპორტი და გადაზიდვები

გამორჩეული როლისთვის რეგიონის განვითარებაში

nomination badge

ბიზნესის აღწერა

2013 წელს დაფუძნებული ჯეი-ემ კომპანი, საქართველოს ბაზარზე უკვე ჩამოყალიბდა წამყვან ძალად სამონტაჟო და სატრანსპორტო ინდუსტრიაში. იგი სპეციალიზირებულია მთელ რიგ სერვისებში, რომლებიც მნიშვნელოვნად უწყობენ ხელს რეგიონის განვითარებას. მიუხედავად იმისა, რომ კომპანიის მიმართულებები მოიცავს ხელოვნური ნაგებობების მშენებლობას, დროებითი ხიდების სისტემების მოწყობა-გაქირავებასა და სამშენებლო სპეც-ტექნიკის იჯარას, მისი ძირითადი მიმართულება ზენორმატიული ამწე სამუშაოები და არაგაბარიტული გადაზიდვებია. ჯეი-ემ კომპანი გამორჩეულია მძიმე და დიდი ზომის ტვირთების ტრანსპორტირებასა და ამწე სამუშაოების შესრულებაში, რაც ინფრასტრუქტურული პროექტების კრიტიკულად მნიშვნელოვანი ასპექტია. მომხმარებელთან ღირებულებებზე დაფუძნებული ურთიერთობა: ჯეი-ემ კომპანის სერვისებს რეგიონის სამშენებლო ლანდშაფტში შემოაქვს ინოვაცია და ეფექტურობა, რაც უზრუნველყოფს ძირითადი ინფრასტრუქტურული პროექტების დროულ და უსაფრთხო მიმდინარეობას. ისეთი მომსახურებების გაერთიანებით რომელთა კომბინაცია ქართულ ბაზარზე არასდროს ყოფილა მაღალი ხარისხით წარმოდგენილი, კომპანიამ შეავსო მნიშვნელოვანი ნიშა სამშენებლო და სატრანსპორტო სექტორში. შესაბამისად ჯეი-ემ კომპანის გუნდი კლიენტებს სთავაზობს გადაზიდვისა და ამწე სერვისების სრულყოფილ კომბინაციას. ამან არა მხოლოდ ხელი შეუწყო მომხმარებლების პროექტების წარმატებას, არამედ აღნიშნულ ინდუსტრიაში ლიდერებადაც კი გვაქცია. ბიზნესის ადგილმდებარეობა: მიუხედავად იმისა, რომ დღეის მდგომარეობით ჯეი-ემ კომპანის სერვისები წარმოდგენილია არა მხოლოდ საქართველოს, არამედ აზერბაიჯანისა და სომხეთის მასშტაბითაც, ჩვენი სათაო ოფისის მდებარეობად სტრატეგიულად განსაზღვრულია ქალაქი თბილისი, რათა ოპტიმიზაცია გავუწიოთ ჩვენს ხელმისაწვდომობას და ეფექტურობას.