ჰერბია

ჰერბია

კვების მრეწველობა, სასმელები

გამორჩეული როლისთვის რეგიონის განვითარებაში

nomination badge

ბიზნესის აღწერა

ჰერბია Global Gap, HACCP და GEO Gap-ის სერტიფიკატების მქონე კომპანიაა, რომელსაც ქიმიური საშუალებების გამოყენების გარეშე მოჰყავს მწვანილი და ბოსტნეული. კომპანია ახდენს წარმოებული პროდუქციის დაფასოებას და დისტრიბუციას საქართველოს ყველა სავაჭრო ქსელში. ჰერბიამ საქმიანობა დაიწყო 2006 წელს და მას შემდეგ ძალიან მალე გახდა უმაღლესი ხარისხის სათბურში მოყვანილი მწვანილის და ბოსტნეულის ერთ-ერთი წამყვანი მწარმოებელი და პირველი კომპანიაა საქართველოში, რომელმაც დაიწყო პროდუქციის დაფასოება. ჰერბიას სათბურები წყალტუბოში 10 ჰექტარზეა გაშენებული, კომპანიას მოწყობილი აქვს საწყობი-მაცივარი და დასაფასოებელი საწარმო, რომლებიც აღჭურვილია თანამედროვე ტექნიკითა და საწარმოო ხაზებით. ჰერბია მომხმარებელს სთავაზობს სანდო ადგილობრივ პროდუქციას მთელი წლის განმავლობაში. ყველა პროდუქტი, რომელიც ჰერბიას სავაჭრო ნიშნით იწარმოება, შეესაბამება სურსათის უვნებლობის საერთაშორისო სტანდარტებს და გარემოსდაცვით მოთხოვნებს. ჰერბია უკვე 17 წელია ოპერირებს ადგილობრივ ბაზარზე, ამ პერიოდის მანძილზე კომპანიამ გაიჩინა ძალიან ბევრი პარტნიორი, მათ შორის არიან ადგილობრივი ფერმერები, რომლებიც რეგიონში 5000-ზე მეტია. დაფუძვნების დღიდან ჰერბია ინოვატორი იყო ახალი ტექნოლოგიების და კულტურების დანერგვაში რომელიც შემდეგ გავრცელდა მთელი რეგიონის და არამარტო რეგიონის მასშტაბით მაგალითად: კომპანია პირველი იყო რომელმაც ააშენა გვირაბის ტიპის სათბური და აღჭურვა თანამედროვე საირიგაციო სისტემებით, ქვეყანაში გაავცელა ისეთი კულტურები როგორიც არის რუკოლა, როზმარინი, ჩაივსი, პომიდორი ჩერი, დალათის სხვადასხვა ჯიშები და ა.შ. ასევე პირველები ვიყავით რომელმაც დანერგა Global Gap-ის და Geo Gap-ის სტანდარტები საქართელოში. უნდა აღინიშნოს ის ფაქტიც რომ უკვე წლებია ჰერბია უტარებს ტრენინგებს საკუთარ პარტნიორ ფერმერებს რომლებიც უკვე 500 ზე მეტია. ჰერბიას დღეს დასაქმებული ყავს 300-მდე თანამშრომელი საიდანაც 70% იძულებით გადაადგილებული პირია ხოლო 80 % ქალბატონები, დასაქმებულთა რიცხვი კი ყოველწლიურად იზრდება. ჰერბია პირველი იყო საქართველოში რომელმაც დაიწყო მწვანილისა და ბოსტნეულის შეფუთვა მას შემდეგ გამოირჩევა ინოვაციური პროდუქტების შექმნით (გამზადებული გასუფთავებული ბოსტნეული, დაჭრილი გარეცხილი მწვანილები, გასუფთავებული სალათები, ყველა ეს პროდუქტი მზად არის მოხმარებისთვის), ჰერბიას ასორტიმენტი უკვე 50-ზე მეტი დასახელების პროდუქტს ითვლის. კომპანია ზრუნავს საკუთარი მომხამრებლის კომფორტზე, რომლებიც უკვე 500 000ზე მეტი არის. 2014 წლიდან-2022 წლამდე ჰერბია ყოველწიურად აორმაგებდა გაყიდვებს, დღეს კომპანიის პროდუქცია საქართველოს ყველა ქსელური მაღაზიის დახლზეა წარმოდგენილი. შემდეგი წლისთვის 30 %-იანი გაყიდვების ზრდა ივარაუდება.