SMART Support

SMART Support

მომსახურება

გამორჩეული სამომხმარებლო გამოცდილების შექმნისთვის

nomination badge

ბიზნესის აღწერა

ჩვენ ვართ ბიზნეს საკონსულტაციო და სერვისების კომპანია, ჩვენი მიზანია გავუწიოთ მხარდაჭერა ბიზნესს სხვადასხვა გამოწვევების გადალახვაში. ძირითადი მიმართულებებია პროცესების გაციფრულებაში მხარდაჭერა და ასევე შერჩევის პროცესის აუთსორსი. რამდენად გამორჩეულია მიდგომები: ჩვენ ვართ ორიენტირებული მომხმარებლის კმაყოფილებაზე, რასაც ვუზრუნველყობთ ერთგვაროვანი მიდგომებით, გაწერილი პრინციპებით და პროცესებით. მუდმივად ვმუშაობთ თანამშრომლებთან მათი კვალიფიკაციის ამაღლებაზე და იმაზე, რომ მომხმარებელმა მიიღოს ერთნაირად მაღალი სტანდარტის მომსახურება. ამისათვის პირველ რიგში ვსწავლობთ მათ საჭიროებებს, ვაფასებთ რამდენად შევძლებთ ჩვენ ამ საკითხში მხარდაჭერას და შესაბამის მოლოდინებს ვუზიარებთ დამკვეთს. ამოცანა არის, დროულად და ხარისხიანად მივაწოდოთ მათთვის საჭირო მომსახურება.