ბებო კარლა

ბებო კარლა

სილამაზე, ჰიგიენა

საუკეთესო ინოვაციური სტარტაპისთვის

nomination badge

ბიზნესის აღწერა

მოგესალმებით მე ვარ ნინო ჯანიაშვილი სამი შვილის დედა, იგივე „ბებო კარლა“, ლოკოკინის ლორწოზე დამზადებული კოსმეტიკური პროდუქციის საპნების, მკვებავი კრემების მწარმოებელი. აქ მოსვლამდე ბევრი რჩევა მივიღე თუ როგორ უნდა მესაუბრა რა რის შემდეგ მესაუბრა რათა უფრო წარმატებული ყოფილიყო ჩემი წარდგენა, თუმცა ვთვლი რომ ყველაფრის დაწყება თავიდან ჯობია ანუ დედაჩემისგან რომლისგანაც მემკვიდრეობით მივიღე სახის მოვლის საშუალებების დამზადების ცოდნა და ჩემი ცხოველების მიმართ სიყვარულისგან, რომლებიც საბოლოო ჯამში გავაერთიანე და მივიღე ის წარმოება რაც დღეს გამაჩნია. დედა პროფესიით კოსმეტოლოგი იყო და ამზადებდა სახის კანის მოვლის სხვადასხვა საშუალებებს, ბავშვობიდან შეხება მქონდა მის მცენარეებთან და საქმიანობასთან, ხოლო ლოკოკინებით დაინტერესება დეკორატიული აკვარიუმის ლოკოკინით ამპულარიათი დაიწყო, ლოკოკინების სხვადასხვა სახეობის შესწავლის შესახებ მივიღე ინფორმაცია მისი ზოგი სახეობის მიერ გამოყოფილი ლორწოს დადებითი თვისებების შესახებ და გადავწყვიტე მათი მომრავლება და კოსმეტიკურ საშუალებებში გამოყენება. ცნობისათვის ჩემი პროდუქციის გამოყენებით შესაძლებელია ისეთი დერმატოლოგიური პრობლემების მოგვარება როგორიცაა დამწვარი სხეულის მოვლა, გაჭიმული კანი, ლაქები, აკნე და სხვა. წარმოების დაწყებიდან რომელიც პოსტკოვიდურ პერიოდში დავიწყე 2 წლის წინ შევძელით და შევიძინეთ სტაბილური მომხმარებლების საკმაოდ ფართო წრე როგორც ქალაქ რუსთავში ისე დედაქალაქში, ამავე დროს ხშირად ვესწრებით საგამოფენო სივრცეებს და ვზრდით როგორც ცნობადობას ასევე მომხმარებლების წრეს. მიუხედავად დიდი კონკურენციისა ამ სფეროში ჩვენ გვაქვს ჩვენი ნიშა რაც საქართველოში კოსმეტიკური საშუალებების წარმოებისას ინოვაციურობას გულისხმობს, კერძოდ საპნებში და სახის მოვლის სხვა საშუალებებში გამოიყენება ლოკოკინის ცოცხალი ლორწო, რაც საქართველოში არსებულ არც ერთ მწარმოებელს არ აქვს და ზოგადად იშვიათია იმპორტირებულ პროდუქციაშიც. მსოფლიოში ცნობილია ლოკოკინის ლორწოს დადებითი თვისებები შესახებ, კერძოდ მისი ეფექტურობის შესახებ კანის პრობლემების მოგვარების კუთხით რაც არაერთხელ დადასტურდა მსოფლიოს წამყვანი ორგანიზაციების მიერ ასევე ჩვენს მიერ ჩვენთვის ცნობილი პრობლემური კანის მქონე მომხმარებლების ინდივიდუალური გამოკითხვითაც დადასტურდა პროდუქციის ეფექტურობა.