Natural Dairy Products
სოფლის მეურნეობის პროდუქტები
გამორჩეული როლისთვის რეგიონის განვითარებაში
ბიზნესის აღწერა
2012 წელიდან ჩვენი ოჯახი აწარმოებს რძის პროდუქტებს. გვაქვს 22 მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვისგან შემდგარი პატარა საოჯახო ფერმა, რომელიც მაქსიმალურად მივუახლოვეთ სტანდარტებს. ამ ეტაპზე ადგილზე ხდება 10 სახის ყველის და რძის სხვა პროდუქტების წარმოება (ნაღები,ნადუღი,სამი სახის კარაქი). საქართველო ნედლ რძეზე დამზადებული პროდუქტების დეფიციტს განიცდის ჩვენს ფერმაში მხოლოდდამხოლოდ სარი რძისგან მზადდება ყველი. ბიზნესის განვითარებაში ხელი შეგვიწყო სხვადასხვა პროგრამებმა. 2020 წელს „რდა“-სა და „იფად“-ის პროექტის ფარგლებში გავაკეთეთ კაპიტალური შენობა, აღჭურვილი სადგომისათვის აუცილებელი ინვენტარით. 2021 წელიდან ვმონაწილეობთ „ფაო“-სა და გაეროს ქალთა ორგანიზაციის სასწავლო კურსში, შედეგად უკვე ვისწავლეთ რამდენიმე ევროპული ყველის დამზადება. ამ პროექტის ფარგლებში ჩემთან სახლში გაიხსნა ფერმერთა საველე სკოლა. ადგილზე სხვა ფერმერ ქალბატონებთან ერთად ვისწავლეთ წველის ჰიგინე რძის პროდუქტებისწ სწორი დამზადხება და მაოვლა. აგრეთვე ჩაღულები ვართ ქალთა ეკონომიკურ გაძლიერების ტრენინგებში რომელიც მოიცავს ბიზნესის წარმოების საწყის საფეხურებს, ფინანსური გათვლების სწავლებას , ბიზნეს გეგმებზე მუშაობას და სხვა. მე ვარ ამ სკოლის ლიდერი ფერმერი და სხვებთან ერთად ვმუშაობ სხვადასხვა საკითხებზე. 2022წელს "აწარმოე საქართველოში" პროექტის ფარგლებში გავაკეთეთ პატარა "ყველის სახლი", სადაც ხდება ყველის დაძველებაც და გამოფენაც. აქვე არის ვიზიტორების ოთახი გამოყოფილი მინის კედლით დასაძველებელი ოთახისგან. სტუმრებს შუუძლიათ ყველის დაგემოვნებაც და შეძენაც. საწარმო აერთიანებს პატარა ქარხანას და ვიზიტორთა სივრცეს. ადგილზე მოსული სტუმრები შეძლებენ დაესწრონ სხვადასხვა მასტერკლასს, დააგემოვნონ როგორც ტრადიუციული ქართული რძის პროდუქტები ასევე ევროპლი ყველის რამდენიმე სახეობა. ობიქეტი ერთარდერთია რეგიონში. ჩვენ სეზონურად დასაქმებული გვყავს სოფლის მოსახლეობა, აგრეთვე ვმუშაობ რძის ჩაბარებაზე ადგილობრივებისაგან. მათ კონკურეტულ ფასს ვთავაზობ ადგილობრივ ბაზართან შედარებით, ინოვაციური პროდუქტის თვითრირებულებიდან და საბაზრო ფასიდან გამომდინარე.