თბილო

წარმოება

გამორჩეული სამომხმარებლო გამოცდილების შექმნისთვის

nomination badge

ბიზნესის აღწერა

მე რუსუდან ტეფნაძემ მუსლინი პირველად საკუთარი შვილისთვის განსხვავებული პროდუქტის ძიებისას აღმოვაჩინე. ჩემი იდეა დაიბადა საჭიროებიდან გამომდინარე, როდესაც გავხდი დედა და მინდოდა განსხვავებული და თან ამავდროულად პრაქტიკული ნივთი. მოვიძიე და შევისწავლე ეს ქსოვილი, რომელიც ცნობილია მუსლინის სახელწოდებით. „თბილო“ ბიზნესის სახით ფუნქციონირებს მესამე წელია. „თბილო“-ქმნის მუსლინის ქსოვილისაგან საბავშო პროდუქციას და აქსესუარებს. რომელიც თავისი სტრუქტურით გამოირჩევა მრავალფუნქციურობით და მშობლებს უქმნის კომფორტს ბავშვის მოვლის რუტინაში და აზოგინებს დროს. მუსლინის ქსოვილისაგან ნაწარმოები პროდუქცია, როგორც ხარისხობრივი მაჩვენებელი, ასევე პროდუქციის მრავალფეროვნება, გამოცდილება, ინდივიდუალური მიდგომა და კრეატიულობა წარმოადგენს ჩვენს კონკურენტულ უპირატესობას. მუსლინი მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე სუფთა, მსუბუქი, დელიკატური და ჩემი აზრით ყველაზე სრულყოფილი ქსოვილია. მუსლინის უპირატესობა მდგომარეობას მის -მრავალფუნქციურობაში. ის ანაცვლებს რამოდენიმე ნივთს ახალი მშობლების ჩანთაში და იკავებს მცირე ადგილს. ასევე გვაზოგინებს დროს, რადგან მუსლინისაგან ნივთებს დაუთოება არ სჭირდება. მუსლინის ხელსახოცებს, საფენებს აქვთ საოცარი თვისებები: ყველაზე მსუბუქი, სასიამოვნოა შეხებისას, სუნთქვადია, იწოვენ ტენიანობას, სწრაფად აშრობენ, გამოიყენება გასახვევად,შესამშრალებლად, დასაფენად, მწერების დასაცავ,კვებისას. საქართველოში ჩვენი პროდუქციის შესახებ ყველამ არ იცის, მაგრამ დასავლეთში ისინი დიდი ხანია წარმოუდგენლად პოპულარულია. ვფიქრობ ამ პერიოდის მანძილზე ვიყავი და ვარ ჩართული არაერთ მეწარმე ქალთა გაძლიერების ხელშემწყობ პროეტებში,რაც ძალიან დამეხმარა ჩვენი თბილო-ს პროდუქციის შესახებ ცნობადობის გაძლიერებაში, რომელიც აისახა მომხმარებელთა უკუკავშირით.ვთვლი,რომ ამ მცირე პერიოდში შევძელი გამეცნო და მომეპოვებინა სანდოობა მომხმარებელთა შორის, შემეყვარებინა მუსლინის პროდუქცია მათთვის, რაც ჩემთვის ერთ -ერთი გამოწვევა იყო, როგორც დედისთვის გამეზიარებინა სხვა ახალბედა დედებისთვის ეს შესანიშნავი პროდუქტი და მიმეწვდინა ხმა ონლაინ პლათფორმებით. ამიტომ ვთვლი, რომ ჩემი დიდი მიღწევაა პირველ რიგში კმაყოფილი და ლოიალური მომხმარებელები და მათი უკუკავშირი.