მტევანი-ბავშვთა საათობრივი დატოვების ცენტრი
განათლება, მეცნიერება, დასაქმება
გამორჩეული სოციალური პასუხისმგებლობისთვის
ბიზნესის აღწერა
1. ჩვენ ვართ ა(ა)იპ "მრავალშვილიანი ოჯახების კავშირი"მტევნის"ბაზაზე არსებული კომერციული არამომგებიანი კომპანია, რომლის ძირითადი მიზანი მრავალშვილიანი ოჯახების ქალების და ბავშვების მატერიალური და მორალური მხარდაჭერაა. ჯერჯერობით ვსაქმიანობთ ქ რუსთავში. ჩვენი უნარების და გამოცდილების საფუძველზე აწყობილი საქმიანობა-ბავშვების საათობრვი დატოვება ეხმარება ქ. რუსთავის ქალებს გაძლიერებაში. ბავშვების დატოვებისთვის სანდო და ხარისხიანი სივრცის შექმნით მათ ეძლევათ საშუალება დასაქმდნენ ან ისწავლონ ან თუნდაც დაისვენონ მშვიდად და კომფორტულად. გარდა ამისა ჩვენი კომპანია არ ამბობს უარს რთული ქცევის და სსმპ ბავშვების მიღებაზე. ამ ნაბიჯით ძალიან დიდ დახმარებას ვუწევთ იმ დედებს რომლებსაც შეზღუდული აქვთ დრო და საშუალება დაკავდენენ შვილის მოვლის გარდა სხვა საქმიანობითაც. ეს აისახება მათ ეკონომიურ მდგონარეობაზე საბოლოოდ კი დადებითად აისახება ოჯახების კეთილდღეობაზე. ასევე ქალთა ფსიქოლოგიურ მდგომარეობაზეც. საბოლოოდ ჩვენი საქმიანობით ქალაქის მოსახლეობას საჭირო სერვისებს ვთავაზობთ და ჩვენს მიზანს დავეხმაროთ მრავალშვილიან ოჯახებს მეტად ვუახლოვდებით. გარდა ამისა ჩვენს კომპანიაში დასქმების დროს უპირატესობას ვანიჭებთ სწორედ მრავალშვილიანი ოჯახის მშობლებს. 2. ჩვენი საქმიანობა გვინდა გავაგრცელოთ მთელი საქართვრლოს მასშტაბით. ჯერ თბილისში და შსნდეგ სხვა დიდ ქალაქებშიც, რადგან ვენს აჩქარებულ და დატვირთულ საუკუნეში ამ სერბისიების საჭიროება ყოველდღე უფრი მატულობს 3. ჩვენი საქმიანობით მრავალშვილიანი ოჯახების მიმართ არსებული სტერეოტიპების დაძლევაში გვინდა მივიღოთ მონაწილეობა. გარდა ამისა სხვადასხვა სსსმპ ბავშვების მიმართ ჩვენი დამოკიდებულებით ჩართული ვართ მათ მიმართ საზოგადოების მიერ მეტი მიმღებლობის კამპანიაში. ჩვენი მიმართულებაა განათლება, მეწარმეობა და ქალების გაძლიერება. ჩვენი აქტივობები და ღონისძიებები მიმართულია ქალების და ბავშვების დახმარების და გაძლიერებისკენ 2022-2023 წლის გასაყარზე ჩვენმა კომპანიამ ობოლ და მზუნველობა მოკლებული და სოციალურად ძალიან გაჭირვუბული ბავშვებისთვის გააკეთა საახალწლო ღონისძიება. საახალწლო გამოფენა-გაყიდვა, საახალწლო ზეიმი, თოვლის პაპის ჩართულობით , საშობაო ფილმის ჩვენება და ხელნაკეთობების მასტერკლასი. დავპატიჟეთ "საქართველოს კარიტასის" და რუსთავის ობოლ და ზრუნველობამოკლებული ბავშვების დღის ცენტრი 'საპოვნელას"ბენეფიციარები მიღებული შემოსავლით დავეხმარეთ ორ სოციალuრად დაუცველ ოჯახს საახაწლო საჩუქრებით